IMG.GE IMG.GE

„ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პუტინი- ბჟანიას შეხვედრა მოსკოვში გაიმართა.

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის ლიდერს კრემლის სასახლეში შეხვდა. ასლან ბჟანიამ ვლადიმერ პუტინს აფზახი ხალხის სახელით გამარჯვების დღე მიულოცა და მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა,“- ნათქვამია ბჟანიას პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ.პრეზიდენტები ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის გაემგზავრნენ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება