Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლევან ხაბეიშვილმა კახელ გლეხს ხელი გადაჰხვია და ანუგეშა

მარშალ პრესი 25/08/2023
5005

ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი და მათი თანამოაზრეები კახეთში იმყოფებოდნენ, სადაც უხვი ნალექის შედეგად დაზარალებული ყურძენი მოინახულეს, ადგილობრივებს ხელი გადაჰხვიეს და პირად კონტროლზე აიყვანეს მათი პრობლემის მოგვარება.

“ჩვენი შეთავაზება ხელისუფლებისთვის შემდეგია – სუბსიდირება, რომელიც გამოყოფილია აბსოლუტურად საკმარისია, წინა წელს რომ ჩააბარეს 13-14-15 ტონა და წელს ვერ აბარებენ ერთ ტონასაც კი, წინა წლის რაც ჩაბარებული ჰქონდათ იმაზე მოხდეს სუბსიდირება, ვგულისხმობ 20 თეთრით, რაც ამ ადამიანებს დაეხმარება ვალის გასტუმრებაში.

ტრაქტორი რომ იქირავეს და 1000 ლარი გადაიხადეს, რომ შემწამლეს და 2000 ლარამდე დაუჯდათ, ჯამში რა ხარჯიც ჰქონდათ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პირველად დახმარება ამ ადამიანების, რომ როგორღაც მომავალ წელს შეძლონ იგივე მევენახეობის საქმიანობის გაგრძელება

ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით ჩართულები, ჩვენ ეს შეთავაზება გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მოვთხოვთ ხელისუფლებას თითოეული გლეხის დაკმაყოფილებას”- ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

Post navigation

Previous: მეტი რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ ჩვენმა საამაყო “პიტალო” აზროვნების ექსპერტმა ხუხამ თავი ამაყად იგრძნოს?
Next: უკრაინის რადამ მომანიჭა მედალი უკრაინელი ერის წინაშე დამსახურებებისთვის – ნიკა გვარამია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.