Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წასვლის წინ აქ ტოვებ პოლიტიკურ ნაღმებს და აანონსებ რადიკალური პროცესების განვითარებას ქვეყანაში – გურამ მაჭარაშვილი კელი დეგნანს

მარშალ პრესი 23/08/2023
გურამ მაჭარაშვილი

„თავად რადიკალურმა ოპოზიციამ გამოუცხადა მხარდაჭერა ამ ელექტრონულ არჩევნებს. გვახსოვს განცხადებები: შარლ მიშელის, რადიკალური ოპოზიციის, „ენჯოების“, თავად აშშ-ს ელჩის, რომ ელექტრონული ფორმა არის ერთ-ერთი მყარი საფუძველი, რომ სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები“,– ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, აშშ-ს ყოფილი ელჩის განცხადება, რომ ელექტრონული არჩევნები შეიძლება გაყალბების საფუძველი გახდეს, არის პროვოკაციული და უწყობს რადიკალური პროცესების განვითარებას ხელს.

„თავად რადიკალურმა ოპოზიციამ გამოუცხადა მხარდაჭერა ამ ელექტრონულ არჩევნებს. გვახსოვს განცხადებები: შარლ მიშელის, რადიკალური ოპოზიციის, „ენჯოების“, თავად აშშ-ს ელჩის, რომ ელექტრონული ფორმა არის ერთ-ერთი მყარი საფუძველი, რომ სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები.

დღეს, თურმე ელექტრონული არჩევნები ყოფილა კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს ორმაგი სტანდარტი რომ არის, გასაგებია და მიუღებელია, მაგრამ ასევე, პირდაპირი შეურაცხყოფაა საქართველოს საზოგადოების. როდესაც ბოლო ინტერვიუს აძლევ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელთანაც ჩვენ პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს და გვინდა, რომ კვლავ გვქონდეს და საქართველოს საზოგადოებას აყენებ შეურაცხყოფას იმით, რომ ერთი წლის წინ ამბობდი ელექტრონული არჩევნები არის დემოკრატიის მაღალი ხარისხის გამოხატულება და ახლა ამბობ, რომ თურმე ეს შეიძლება გაყალბების საფუძველი გახდეს. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ წასვლის წინ აქ ტოვებ პოლიტიკურ ნაღმებს და აანონსებ რადიკალური პროცესების განვითარებას ქვეყანაში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლდნენ
Next: არც ერთი მევენახე არ რჩება ყურადღების გარეშე, მოვუწოდებ ყველას, მათ შორის “ნაცმოძრაობას”, პროპაგანდა გაუწიონ აგროდაზღვევის პოლიტიკის გატარებას და პოპულისტური განცხადებების კეთებით არ ეცადონ, შფოთი შეიტანონ კახელ მევენახეებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.