Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თუ ნაცსექტას არ მიეკუთვნება ადამიანი, იმის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა შეიძლება, ხოლო ნაცსექტასთან აფილირებულ თეა გოდოლაძეზე სავარაუდო ბრალდებების განხილვა თურმე არ შეიძლება

მარშალ პრესი 22/08/2023
გია აბაშიძე

“იძალადა თუ არა სეისმოლოგად წოდებულმა გოდოლაძემ არასრულწლოვანზე, ამას დამოუკიდებელი და არა ზურაბ ადეიშვილის ჯიბის სასამართლო გადაწყვეტს”- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

“თეა გოდოლაძის ორკესტრირებული ე.წ. ვექილობა ორმაგი სტანდარტების მქონე „ნაცბაბლის“ მხრიდან უსუსურია. თუ რადიკალების დეზინფორმაციის ერთ-ერთი რუპორი ძალადობაშია ეჭვმიტანილი, ეს თურმე შეუძლებელია და “პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევაა”. თუკი ნაცსექტას არ მიეკუთვნება ესა თუ ის ადამიანი, იმის უდანაშაულობის პრეზუმფციის ყოველ ჯერზე დარღვევა შეიძლება. ხოლო საჯარო პირზე, ნაცსექტასთან აფილირებულ თ.გოდოლაძეზე სავარაუდო ბრალდებების განხილვა თურმე არ შეიძლება. ტაბუდადებული საკითხები სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო, ის დრო დიდი ხანია წასულია.

ამასთან, თეა გოდოლაძე წლებია ხალხზე ძალადობს ფსიქოლოგიურად მანიპულაციებით, სიცრუით და ეს ყოველმხრივ დასაგმობია. იძალადა თუ არა სეისმოლოგად წოდებულმა გოდოლაძემ არასრულწლოვანზე, ამას დამოუკიდებელი და არა ზურაბ ადეიშვილის ჯიბის სასამართლო გადაწყვეტს”- წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: ბრალდებული მოძალადე უნდათ მსხვერპლად შეასაღონ საზოგადოებას სასამართლოს დასრულებამდე, ყველანაირი ეთიკა,ნორმა და მორალი აქვთ მორღვეული, ოღონდ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა აწიონ
Next: ლევან ხაბეიშვილმა კელი დეგნანის განცხადებით სიგნალი მიიღო (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.