Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რეგიონის უმწვავესი კრიზისის მიუხედავად, საქართველოში ინვესტიციები არათუ შემცირდა, არამედ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა, რაც ხელისუფლების გონივრული ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის შედეგია

მარშალ პრესი 22/08/2023
ანდრია გვიდიანი1

ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც 2021 წელთან შედარებით, 1.7 ჯერ მეტია, – წერს ეკონომიკის ექსპერტი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, უცხოური ინვესტიციების დინამიური ზრდა მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული.

გარდა ამისა, ინვესტიციების ზრდა, ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.

“ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც 2021 წელთან შედარებით, 1.7 ჯერ მეტია.

რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციების ასეთი დინამიური ზრდა განპირობებულია მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით. გარდა ამისა, ინვესტიციების ასეთი მაღალი დონე ადასტურებს იმას, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი მაღალია.

გარდა ამისა, ყველას კარგად გვესმის, რომ ინვესტიციების მოცულობას მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკა არ განაპირობებს. ეს არის კომპლექსური საკითხი და ინვესტორების მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება ბევრი ფაქტორის ანალიზის შედეგად ხდება.

არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთ-უკრაინის ომი, რის გამოც, რეგიონში ინვესტიციების შემოდინება მნიშვნელოვნად შეფერხდა. თუმცა, საქართველო აქაც გამონაკლისია და რეგიონის უმწვავესი კრიზისის მიუხედავად, საქართველოში ინვესტიციები არათუ შემცირდა, არამედ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა, რაც ხელისუფლების გონივრული ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის შედეგია.” – წერს გვიდიანი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: მინდა „დავამშვიდო“ ხატია დეკანოიძე და ვუთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ არც ერთი ბრძოლა არ წაუგია და თუკი ისინი „ხალხის ძალას“ მის მიერ დაფუძნებულად თვლიან, მაშინ სწორად უგრძნიათ მათთვის მოახლოებული საშიშროება
Next: ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერი, რომლის დროსაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მაქსიმალურ მაჩვენებელზე გავიდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.