Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოკოებივით მომრავლდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ანგარიშებზე უამრავი თანხა ირიცხება და შემდეგ საარჩევნო მიზნებს ხმარდება

მარშალ პრესი 21/08/2023
გია ცაგარეიშვილი

არცერთი ქვეყნიდან, არცერთი გაუკუღმართებული გზით შემოსული არცერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს არჩევნების საბოლოო შედეგს, ეს არის გამორიცხული და ეს ასე იქნება ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილი გამოეხმაურა „რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ აუდიტის სამსახურისთვის მიმართვას, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით.

გია ცაგარეიშვილის თქმით, ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია განცხადების შეტანა და ამაზე შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს აუდიტის სამსახურსაც და ანტიკორუფციულ ბიუროსაც.

„მე ვიცი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია ამ ქვეყანაში, ეს არის წყალგაუვალი ჭეშმარიტება. ნებისმიერი ლიდერი, ნებისმიერი პარტია უნდა ემორჩილებოდეს ნაციონალურ კანონმდებლობას. ეს არ არის საარჩევნო კანონმდებლობაში „ქართული ოცნების“ მიერ მოტანილი თემა.

ჯერ კიდევ სააკაშვილის ზეობის ხანაშია დანერგილი პრინციპი, რომ გამორიცხულია ქვეყნის გარედან შემოტანილი სახსრებით და საშუალებებით არჩევნებში მონაწილეობა. ეს ჩვენი დანერგილი არაა. ვფიქრობ, აქ უკვე მრავალი წელია, კანონმდებელმა პასუხი გასცა წუხილს, რომელიც საზოგადოებაში იყო.

არცერთი ქვეყნიდან, არცერთი გაუკუღმართებული გზით შემოსული არცერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს არჩევნების საბოლოო შედეგს, ეს არის გამორიცხული და ეს ასე იქნება ამ ქვეყანაში. რაც შეეხება ამ ორგანიზაციის მიერ განცხადების შეტანას, ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია განცხადების შეტანა და ამაზე შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს აუდიტის სამსახურსაც და ანტიკორუფციულ ბიუროსაც, რომლის მოვალეობაა პირველი სექტემბრიდან ამგვარ საქმეებზე შესაბამისი მოკვლევის ჩატარება. მგონი, ამ ქვეყანაში ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ სოკოებივით მომრავლდა ამგვარი არასამთავრობო ორგანიზაციები, ამგვარი ორგანიზაციების ანგარიშებზე უამრავი თანხა ირიცხება და შემდეგ ეს თანხები საარჩევნო და პარტიულ მიზნებს ხმარდება“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

Post navigation

Previous: არიან პარტიები, რომლებიც ქმნიან აბსურდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და შემდეგ იღებენ დაფინანსებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, თუ სადმე არის მსგავსი დარღვევა, უნდა აღიკვეთოს
Next: ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ძიუდოს გოგონათა ნაკრებმა, თურქეთში ბრინჯაოს სამი მედალი მოიპოვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.