Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც საგამოძიებო კომისიაზე ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, ადგილზე არ ჩასულა და არ დაუთვალიერებია ტრაგედიის ეპიცენტრი

მარშალ პრესი 21/08/2023
მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც საგამოძიებო კომისიაზე ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, ადგილზე არ ჩასულა და არ დაუთვალიერებია ტრაგედიის ეპიცენტრი – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის სურვილია, ამ უზარმაზარ ტრაგედიაზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერა და არა ჭეშმარიტების გარკვევა.

„როდესაც ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, რომელსაც ძალიან ხმამაღალი განცხადებები ჰქონდა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა მათი მონდომება, რეალურად აშკარად იგრძნობოდა, რომ მათი სურვილი იყო პოლიტიკური დივიდენდების დაწერა ამ უზარმაზარ ტრაგედიაზე და არა ჭეშმარიტების გარკვევა.

ეს ჩანდა ყველაფრიდან გამომდინარე. მათ შორის, როდესაც დაიწყო მოთხოვნების წამოყენება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ბევრი მსგავსი მოთხოვნა ვიხილეთ, მაგრამ არავის დაგვავიწყდეს, რომ არცერთი ის ოპოზიციონერი, რომელიც ამაზე ძალიან ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, პრაქტიკულად ადგილზე არ ჩასულა და ფიზიკურად არ დაუთვალიერებია იქ მომხდარი ტრაგედიის ეპიცენტრი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Post navigation

Previous: გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს: ჩვენში დაშლა არ მოშლის საკითხს მასპინძელი წყვეტს და არა სტუმარი
Next: ოპოზიციიდან არავინ ჩასულა შოვში, არცერთ მათგანს ადგილზე არ უნახავს სიტუაცია და ჰაერზე ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.