Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

რუსეთმა ომი უკვე წააგო, მას არ შეუძლია თავდაპირველი მიზნის მიღწევა – ჯო ბაიდენი

მარშალ პრესი 19/08/2023
ჯო ბაიდენი

რუსეთმა ომი უკვე წააგო, მას არ შეუძლია თავდაპირველი მიზნის მიღწევა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იაპონიისა და სახრეთ კორეის ლიდერებთან კემპ დევიდში გამართული სამმხრივი სამიტის შემდეგ განაცხადა.

ჯო ბაიდენმა ასევე „სასაცილო“ უწოდა პუტინის არგუმენტაციას ომის დაწყებასთან დაკავშირებით.

„რუსეთმა უკვე წააგო, მას არ შეუძლია თავდაპირველი მიზნის მიღწევა, რომლის შესახებაც აცხადებდა. ეს შეუძლებელია“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის ლიდერის თქმით, რუსეთის აგრესიის რეაგირების გარეშე დატოვება, შესაძლოა, სიგნალი გამხდარიყო ჩინეთისთვის ტაივანთან დაკავშირებით.

„წარმოიდგინეთ, არაფერი რომ გაგვეკეთებინა… ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც ეს, შესაძლოა, მოხდეს ნებისმიერ ადგილას. უმოქმედოდ რომ ვმდგარიყავით, რა გზავნილს გავუგზავნიდით ჩინეთს ტაივანთან დაკავშირებით? რა სიგნალს მისცემდა ეს მთელ მსოფლიოს?“ – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგები სცდება ევროპის საზღვრებს. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, რუსეთის ინტერვენცია არ არის მხოლოდ ევროპული პრობლემა, ასეთი ინტერვენცია არ მომხდარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

Post navigation

Previous: ვახტანგ გომელაურს მამა გარდაეცვალა. ჩემსავით, მასთან ყოფნის ბოლო წუთებს ალბათ ისიც ვერ ეღირსა. სვავების ბანაკში ალბათ ზეიმია – დავით ქართველიშვილი
Next: ფერიცვალების დღესასწაულზე ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.