Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თუ მაინც ამის საჭიროება დადგება ოდესმე, ვიცით, რომ გიორგი ანწუხელიძისნაირი გმირები ბევრი ეყოლება სამშობლოს

მარშალ პრესი 18/08/2023
ხუნდაძე

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს ეხმაურება. ხუნდაძის თქმით, საქართველოს ისტორია ასეთ გმირებზე, შეუპოვარ, სულით გაუტეხელ და მამაც მებრძოლებზე დგას.

“დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ჩვენი ქვეყნის ისტორია მუდამ ასეთ გმირებზე დგას, შეუპოვარ, სულით გაუტეხელ და მამაც მებრძოლებზე.

ჩვენი მიზანია, აღარასდროს დაგვჭირდეს ასეთი გმირების ისტორია, რათა მშვიდობით შევძლოთ საქართველოს გადარჩენა, მაგრამ თუ მაინც ამის საჭიროება დადგება ოდესმე, ვიცით, რომ გიორგი ანწუხელიძისნაირი გმირები ბევრი ეყოლება სამშობლოს. მათ სიცოცხლე გაწირეს საქართველოს ერთიანობისთვის და ეს ბრძოლა ჩვენ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. ქედს ვიხრი გიორგი ანწუხელიძის სულის წინაშე! დიდება სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს!”, – წერს ხუნდაძე.

Post navigation

Previous: ამ ეტაპზე ფაქტია, რომ ომის დაწყებიდან მეორე წლის დასასრულსაც კი რუსეთის ეკონომიკა არათუ კლებულობს, არამედ იზრდება
Next: დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული მასშტაბური სანქციების გამო, ექსპერტები ამ ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას ვარაუდობდნენ, თუმცა ოფიციალურმა სტატისტიკამ ეს მოლოდინი არ დაადასტურა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.