ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება ი წ ყ ე ბ ა!
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მიზნები:
უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობა.
მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესწავლა მათ უზრუნველსაყოფად.
საზოგადოების ინფორმირება ახალგაზრდობის სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ.
განხორციელებული პროექტების მონიტორინგი.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის შემუშავებული კრიტერიუმები:
საბჭოს წევრი შეუძლია იყოს 14-დან 29 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ან მცხოვრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
ჰქონდეს მაღალი მოტივაცია.
სასურველია, საზოაგდოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის გამოცდილება.
საბჭოს წევრი არ შეიძლება მუშაობდეს საჯარო სამსახურში.
საბჭოს წევრების რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 15 წევრით, რომელთა შერჩევაც მოხდება ღია კონკურსით.
საბჭოს წევრების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
შერჩევის პირველ ეტაპზე, აპლიკანტებმა, უნდა შეავსოს აპლიკაციის ფორმა, რომელიც განთავსდება ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ოფიციალურ გვერდზე.
მეორე ეტაპზე მოხდება პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.
შეავსეთ აპლიკაცია აქ
საბჭო საქმიანობას განახორციელებს საბჭოს მიერ წარდგენილი და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
საკონტაქტო ინფორმაცია: განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი 599359191.
ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი 599851456.
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი-ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა 25.
