Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პარტიარქს შეხვდა (ვიდეო)

მარშალ პრესი 17/08/2023
ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე III-ს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და თეოფილე III-მ საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

თეოფილე III-მ პრემიერ-მინისტრს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მე- II-სთან გულთბილი მოკითხვა დააბარა.
იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს მთავრობის მეთაური და დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.

იერუსალიმის პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს საპატრიარქოში უმასპინძლა.
ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავი და გოლგოთა მოილოცა.

Post navigation

Previous: გავეცანი ბიძინა ივანიშვილის ჰუმანურობით გადარჩენილი და სიცოცხლეს დაბრუნებული დავით ზურაბიშვილის მორიგ სოფისტიკურ ნაწარმოებს
Next: ბრიუსელში მყოფი ბექა გრიგორიადისი რევოლუციას აანონსებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.