ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ახალსოფელში (მე-6 ჩიხი) შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ღირებულება 143 986.00 ლარს შეადგენს.
მერი სოფელ ახალსოფლის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია და საკითხების დროულად მოსაგვარებლად შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
