Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ქოცები” მიტევენ თურმე – ნინო ჯანგირაშვილი

მარშალ პრესი 17/08/2023
ნინო ჯანგირაშვილი

“ქოცები” მიტევენ თურმე. სხვა განზომილებაში არიან ეგენი დიდი ხანია და პრაქტიკულად აღარ ვიკვეთებით. ამიტომ არ ვარ ღრმად ჩახედული შეტევის მაშტაბებში, მაგრამ მომიყვნენ, თვით პოსტვ–ც კი აღშფოთებულა, “ნაცმედიამ“, ანუ მათ შორის მეც, ფეიკი გაავრცელესო.”- წერს ტელეკომპანია “კავკასიის” ბუღალტერი და დიასახლისი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

მისმინეთ, ჩლუნგებო: ჩემს მედიას არაფერი გაუვრცელებია, არც ეთერში, არც ვებზე, არც სოციალურ ქსელში. სიზუსტის და გადამოწმების მაღალი სტანდარტი გვაქვს და იმიტომ. თქვენგან განსხვავებით ყველაფერს ვამოწმებთ და ზუსტ სახელს ვარქმევთ. სქრინები გავავრცელე პირადად მე, ნინო ჯანგირაშვილმა, ჩემს პირად გვერდზე – თან ზუსტი აღწერით, რაც იყო.

დაშვებით, რომ შეიძლება “გაჩალიჩებული იყო“, მაგრამ ჩემი ღრმა შინაგანი რწმენით, რომ შეიძლებოდა თქვენი გაკეთებულიც ყოფილიყო. კი, ღრმად მწამს, რომ გამკეთებლები ხართ, უარესებიც გაგიკეთებიათ, ყველაფერზე ხელის მომწერები ხართ და იმიტომ.

თან ჩლუნგები ხართ და მჯერა, რომ შეიძლება გეგონოთ რომ დახურული გვერდი შექმენით და სინამდვილეში ღია გვერდი იყოს. ის მაინც გაარკვიეთ ფეიკის გავრცელება რას ნიშნავს, თქვენ მართლა ფეიკებად დაბადებულებო. აი ფეიკი ეს არის, რაც ქოცების ტვ–ებმა, მათ შორის საზმაუმ გაავრცელა: “ყალბი გვერდის დეზინფორმაციული განცხადებები ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს“. აი, ეს არის ტყუილი. არანაირ ოპოზიციურ მედიასაშუალებას არ გაუვრცელებია. ერთადერთი ტვ პირველმა დადო ფეისბუქზე სქრინები და წაშალა მალევე მგონი. ხოდა, როგორც თქვენი კალა იტყოდა, გადაშენდით აქედან!“- წერს ჯანგირაშვილი.

Post navigation

Previous: ერთხელ მაინც თუ გახსოვთ სახელისუფლებო თუ ოპოზიციური ჩამოსხმის ნაცების მხრიდან რომელიმე ორაზროვან ვითარებაზე მსგავსი კომენტარი: “შესაძლოა შეგვეშალა…შევხვდით…გავერკვიეთ
Next: ოპოზიციური პარტიები ეგებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ქართველებს არ ევასებით და ამიტომ იმარჯვებს „ოცნება“, ან რა დასავასებლები ხართ, რას ჰგავხართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.