Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სიმართლე ის არის, რომ აქ რუსებს დასდევთ ხან გემზე, ხან სცენაზე და ხან კიდევ ქუჩაში, მერე ჩუმად ჩადიხართ რუსეთში და იქ რუს პოლიტიკოსებს დასდევთ კაბინეტებში, იქნებ როგორმე მიგიღონ თავიანთ კარზე

მარშალ პრესი 16/08/2023
თამარ ჩიბურდანიძე

„ნაცების“ ფასადური პოლიტიკა გრძელდება ახლა უკვე დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად. ვითომ ანტირუსები, სინამდვილეში კი სამშობლოს ყველაზე დიდი გამყიდველები, მართლა რუსეთის მონები სულითაც და საქმითაც“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის “ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ოპოზიცია ცდილობს, რომ საზოგადოება კვლავ მოატყუოს, რომ ისინი რუსებს ებრძვიან, სინამდვილეში კი რუსეთის მონები არიან.

„ნაცების“ ფასადური პოლიტიკა გრძელდება ახლა უკვე დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად.

ვითომ ანტირუსები, სინამდვილეში კი სამშობლოს ყველაზე დიდი გამყიდველები, მართლა რუსეთის მონები სულითაც და საქმითაც. მაგრამ ხალხი ხომ უნდა მოატყუონ, ისე, როგორც ატყუებდნენ ძველად? ქუჩაში თუ სცენაზე რუსების დევნით თითქოს რუსეთს ებრძვიან, არადა, აგვისტოს ომის გმირები გაციებულიც არ იყვნენ საფლავში, რომ მათი ბელადი, მიხეილ სააკაშვილი რუსებს მოუძღოდა ლარსით, ეს მონები კი ტაშს უკრავდნენ თავისი ჟურნალისტებით. იმ ჟურნალისტებით, რომლებიც დღეს საზოგადოებას დეზინფორმაციას აწვდიან უწყვეტ ნაკადად და რომლებსაც ელემენტარული პროფესიული ეთიკაც კი არა აქვთ, პროფესიულ განათლებაზე აღარაფერს ვამბობ.

ასეა, როდესაც პოლიტიკის ტვინი არა გაქვთ, ჯამბაზებად იქცევით. პოლიტიკურ ჯამბაზებს კი მხოლოდ დიდი ბატონები წვრთნიან და შემდეგ საცირკო სპექტაკლებში უშვებენ. უბრალოდ, გავიწყდებათ რომ ჯამბაზები ხალხს მხოლოდ ცირკში უყვარს. სიმართლე კი ის არის, რომ აქ რუსებს დასდევთ ხან გემზე, ხან სცენაზე და ხან კიდევ ქუჩაში, მერე ჩუმად ჩადიხართ რუსეთში და იქ რუს პოლიტიკოსებს დასდევთ კაბინეტებში, იქნებ როგორმე მიგიღონ თავიანთ კარზე. რაც შეეხება რუსეთის ბაზარზე თქვენს ბიზნეს-ინტერესებს, როგორც მითხრეს ისევ თქვენიანებმა (გამყიდველებიც ბევრი გყავთ შიგნით საბედნიეროდ), აატალახეთ თურმე მოსკოვის ქუჩები… ბევრი ღელავს , მაგრამ მე ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ პროცესებს, რადგან მჯერა, რომ მალე საბოლოოდ დამთავრდება თქვენი ჯამბაზური პოლიტიკა აქაც და იქაც, სადაც ის წყდება. საცირკო წარმოდგენას ხომ თავისი განკუთვნილი დრო აქვს“, – წერს ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის სპორტსმენი არჩილ მალაყმაძე ძალოსნობაში ევროპის პრიზიორია
Next: ვინმემ რომ გვითხრას, ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ ნატოში, ჩვენი პასუხიც იქნება კატეგორიული და ეს პასუხი ბუნებრივია, უარი იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.