რა გააკეთა ქვეყნისთვის გახარიამ… – აღზევებული მდაბიოს დაცემა

1472
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში წერს:

“2012 წელს, მას მერე რაც საქართველმ უარი უთხრა დემოკრატიის მანტიით შეფარულ დიქტატურას და მიუხედავად მართლა უპრეცედენტო გაყალბებისა ,,ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვიდა, მაგრამ არა აბსოლუტური მმართველობით.

ქვეყანას მართავდა კოალიცია ,,ქართული ოცნების“ სახელით!

ამ გადასახედიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილის გუნდის გარდა კოალიციის სხვა აქტორებისთვის იმდენად მოულოდნელი იყო გამარჯვება, რომ დღემდე ამ კომპლექსით შეპყრობილები ისევ ოპოზიციის რიგებში აღმოჩნდნენ!
ფსიქოეფექტი მათი უპასუხისმგებლო და არაპატრიოტული დამოკიდებულებაა ეს, სხვა არაფერი!

ამიტომაც, როცა საერთაშორისო ინსტიტუტების მოთხოვნა – შემდგარიყო კოჰაბიტაცია, დიდი სიხარულით მიიღეს და ფატობრივად ქვეყანა აქციეს კვლავ ნაცების გავლენისა და ტყვეობის ქვეშ, თავად დღემდე უკვე ოპოზიციაში და უკვე ნაცების გვერდით თავინთი დაავადებით გვერდითი ეფექტის მსხვერპლნი არიან!

და ამასობაში მათ რიგებს უერთდება არსაიდან გამოჩენილი და ოდიოზური, ხელოვნურად შექმნილი გახარია. რომელიც, როგორც თავად აღიარა, ხუხაშვილის რეკომენდაციით და მომავალი მზაკვრული გათვლებით ხდება ოცნების ხელისუფლების დროს ბიზნესომბუდმენი.

აღნიშნული პოზიცია მას საშუალებას აძლევს, მიიღოს ყველა ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნესისა და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ hქონდეს სრული ინფორმაცია.

ამასობაში, მის სამსახურში დგება „ქართული ოცნების“ პიარის თითქმის ყველა სამსახური – და იწყება ლეგენდის შექმნა – ჯერ ეს ლეგენდა ფეხს იკრებს კულუარებში, ძირითადად საუბარია თუ რა მაგარი ეკონომისტია და რა კარგად ეხმარება ბიზნესს, თუმცა მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ვერ ვიპოვე ვერცერთი ასეთი ბიზნესმენი!

მაშინ პიარის სადავეებთან ფსიქოლოგების ჯგუფთან ერთად აქტიურად ჩაერთო გარე ჯგუფები, რომელთა დაფინანსებისა და ანგაჟირების იდეალური სქემა შექმნეს გახარიას უკან მდგომმა და შემდგომში მის გუნდში ასოცირებულმა ტიპებმა!

მოკლედ, ირიბი, პირდაპირი და ვირუსული გზებით გახარია იყო ყველგან და ყველაფერი.

2016 საპარლამენტო არჩევნების დროს, გახარია ოცნების საპარლამენტო სიაში წარადგინა კვირიკაშვილმა და ის ასე ასოცირდა კვირიკაშვილის გუნდის წევრად, ხოლო პარლამენტიდან ეგრევე გადაინაცვლა ეკონომიკის სამინისტროში მინისტრად, სადაც პირველი რაც გააკეთა, სრულად ააყირავა და ყოვლად უსარგებლო გახადა ქვეყნისთვის ,,აწარმოე საქართველოში“ პროექტი და კიდევ არაერთი კარგი ინიციატივა!

ეკონომიკა არ აღმოჩნდა მისთვის ე.წ.,,კანიოკი“ – ამის შემდეგ კი ის ხდება შინაგან საქმეთა მინისტრი და მის ანგარიშზეა, ცნობილი, კლუბების რეიდი-დარბევა – რასაც მოჰყვა მისი ცნობილი ბოდიში და აქციის მონაწილეების აჟიტირებული შეძახილები.

მოგვიანებით კი იგივე აქციის მონაწილეებმა ბოთლები დაუშინეს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ნეტავ რატომ?

პანკისი – ჰესის წინააღმდეგ გამართული აქციის დარბევის მცდელობა – რაც მოგვიანებით შეფასდა როგორც შსს-ს სისტემის დამცირების მცდელობა!

და ყველაზე დამაზიანებელი 20 ივნისი – სადაც მე პირადად დღემდე ვერ ამიხსნია, რა საჭიროებას წარმოადგენდა რეზინის ტყვიების გამოყენება, როცა მოგვიანებით უკვე გომელაურის ხელმძღვანელობით აქციების დაშლა შესაძლებელი ყოფილა წყლის ჭავლით!

რა გააკეთა ქვეყნისთის გახარიამ მისი ე.წ. შსს მინისტრობის დროს? და იმ დროს, რაც მას და მის უკან მდგარ მერკანტილურ ჯგუფს ეზრდებოდა გავლენები და პრაქტიკულად ქვეყნის მართვის ყველა ბერკეტი ხელთ ჰქონდა?
ერთმნიშვნელოვანი პასუხია – არაფერი!

ქართული ოცნების და საქართველოს მთავრობის ყველა პიარ-ჯგუფი მუშაობდა პრინციპით, სადაც ყოველი მათი ქმედება მიმართული იყო იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელოვნურად დაზიანების ფონზე გაზრდილიყო გახარიას იმიჯი.

გახარიამ და მისმა ჯგუფმა მოახერხა, რეგიონებსა და ყველა მნიშვნელოვან პოზიციებზე საკუთარი კადრები დანიშნა და ამის კონტროლი ხდება 2013 წლიდან მისი წასვლის დღემდე! პრაქტიკულად გახარიას ეკონომიკის მინისტრობიდან პრემიერ-მინისტრობამდე ვართ სრულ სტაგნაციაში – ის და მის უკან მდგომი ჯგუფები ფლობდნენ ყველა ბერკეტს ემართათ ქვეყანაც და მისი ეკონომიკაც.

გახარია და მის უკან მდგომ, ხილულ და უხილავ მერკანტილურ ჯგუფებს მიზანმიმართული გათვლა ჰქონდათ ,,ქართული ოცნების“ ნგრევა და რღვევა, როგორც გუნდის შიგნით, ასევე მის გარეთ.

გახარიამ შემოიკრიბა ხალხი, ვისაც 2012 წელს დამარცხებული რეჟიმის შემსრულებლებად იცნობდა საზოგადოება, მათი ფერისცვალება ისეთივე მოჩვენებითი იყო როგორც მათ მიერ გაკეთებული საქმეები!

ეს იყო ხუხაშვილის, გახარიას პროექტის ავტორის და ე.წ. ფსიქოლოგების ჯგუფის ნაცების გადმობირების იდეა – რომელსაც დაერქვა სახელი ,,პროფესიონალებს“ არ ვუშვებთ – სინამდვილეში კი აღმოჩნდა რომ ე.წ. გადმობირებულები ერთგულად ანგრევდნენ ახალი პოლიტიკური ძალის ყველა მცდელობას სისტემა გაწმენდილიყო ფარისეველი და საბოტაჟის შემქმნელი ადამიანებისგან!

პიარი – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ წარმოებული პოლიტიკა, რომელის 2012 წლიდანვე იყო მცდარი და მუშაობდა ახალი მმართველი ძალის ,,ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ეს არაერთხელ აისახა არა მარტო შიდა პოლიტიკურ არამედ საერთაშორისო პლატფორმაზე, დღესაც გაუმართავია და პრაქტიკულად ისევ იგრძნობა ინერციით მმართველი გუნდის მიმართ არასწორი დამოკიდებულება!

საერთო ჯამში გახარიას ეფექტი – ძალიან კარგად იმუშავა იმ ადამიანების ფსიქიკაზე, ვინც მისით მოიხიბლა, ძირითადად კი ეს იყო ქალების ჯგუფი – აღფრთოვანება იყო გამოწვეული არა საქმის მიხედვით არამედ, მისი მიხვრა მოხვრით და კეკლუცობით. ენამახვილობით და ფრთიანი არაფრისმეტყველი ფრაზებით.

დღეს 2021 წელია, და პრაქტიკულად ქვეყანა ისევ ნაცების გადმონაშთებისა და თითქმის ყველა უწყებაში ჩადებული შენელებული მოქმედების დინამიტების განეიტრალების რეჟიმშია – მიუხედავად არაერთი ლუსტრაციისა გავდივართ ბეწვის ხიდს რომ ქვეყანა საბოლოოდ არ ჩაიგდოს ხელში სწორედ ამ მერკანტილური ინტერესების მატარებელმა ჯგუფებმა, რომელთა უკან მოიაზრება ნაცები მისი დორბლიანი ბელადით და რომლის პოლიტიკა აწყობს მხოლოდ საქართველოს დიდ მტერს და ოკუპანტს რუსეთს!

ამიტომაცაა მნიშვნელოვანი მოხდეს ზოგადად ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკის გადატვირთვა და განსაკუთრებით ეს საჭიროებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხაზს, რაზეცაა დამოკიდებული ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ძალაც და არსებობაც”.- წერს არველაძე

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება