Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 14/08/2023
ირაკლი კობახიძე

თუ ამ შემთხვევაშიც უარს იტყვიან არჩევნებში მონაწილეობაზე, კიდევ ერთხელ აღიარებენ საკუთარ სისუსტეს, რის შესახებაც საზოგადოება ისედაც არის ინფორმირებული, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც შუალედურ არჩევნებზე მმართველი პარტიის კანდიდატები წარადგინა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ეს მისი სისუსტის ნიშანი იქნება.

„ნებისმიერ არჩევნებში არ მონაწილეობა ნიშნავს სისუსტის აღიარებას. ასე იყო წინა შემთხვევებშიც. რეალურად ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ხედავთ, რა ვითარებაა. მათ აქვთ ძალიან დასუსტებული პოზიციები და ძალიან შემცირებული რეიტინგები, რაც ბუნებრივი არის, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხაბეიშვილია. რაიმე პარტიულ სიძლიერეზე ლაპარაკი ზედმეტია. როცა მათი არაფორმალური მმართველია კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ა.შ. , იქ ვერ იქნება ოპოზიცია ძლიერი. იგივე ეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ არჩევნებში არ მონაწილეობა არის საკუთარი სისუსტის აღიარება“, – განაცხადა კობახიძემ

Post navigation

Previous: ახლა კარგად ვხვდები, რატომ არაა აქამდე დასანქცირებული ივანიშვილი და რატომ არ ინძრევა ბაიდენის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის პუტინის ტყვეობიდან დასახსნელად
Next: შსს-ს, სამაშველო სამსახურს პირველივე საათებიდან ჰქონდა ყველაფრის ადგილზე ნახვის, იდენტიფიცირების საშუალება და სამწუხაროდ, რეალობა იყო ასეთი – ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, მისი გადარჩენა რეალურად შეუძლებელი იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.