Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამარცხვინო “ჟურნალისტები” „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ ლაიქიანი „ფეიკ“ გვერდით ცდილობენ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია

მარშალ პრესი 12/08/2023
ნოდარ ტურძელაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნოდარ ტურძელაძე, პარტიის ახალგაზრდული ფრთის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი განცხადებით, ამორალურია, შოვში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიაზე ყალბი კამპანიების აგება და „ქართული ოცნების“ სახელით ცრუ ინფორმაციების გავრცელება, რომლის მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

„მავნებლობის, არაპროფესიონალიზმის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მაგალითი!
ეს სამარცხვინო “ჟურნალისტები” ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ ლაიქიანი ფეიკ გვერდით ცდილობენ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია.
უბრალოდ ამორალურია, როცა უმძიმეს ტრაგედიაზეც კი ფეიკ კამპანიას აგებ. თუმცა, მორალზე საუბარი, როცა საქმე ასეთ ტელევიზიებს ეხება, აზრსმოკლებულია.
“ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია”,  გააგრძელეთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის გვერდით დგომა. თქვენგან ამის არაერთი ღირსეული მაგალითი გვახსოვს!“ – წერს ნოდარ ტურძელაძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: საქართველო ხელსაყრელი გარემოა, რომ გახდეს რეგიონის მნიშვნელოვანი ჰაბი – თამთა მეგრელიშვილი
Next: პრეზიდენტ სააკაშვილს ნელნელა კლავენ – თაკო ჩარკვიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.