Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც რუსეთისგან ბირთვული საწვავის შესყიდვას განაგრძობდნენ – გამოცემა ‘AP”

მარშალ პრესი 11/08/2023
ბირთვული საწვავი

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც რუსეთისგან ბირთვული საწვავის შესყიდვას განაგრძობდნენ. ამის შესახებ სააგენტო „ასოშეიტიდ პრესი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა რუსულ „როსატომს“ თითქმის ორ მილიარდამდე დოლარი გადაურიცხეს და ატომური ელექტროსადგურებისთვის ბირთვული საწვავი შეიძინეს.

სააგენტო სავაჭრო კომპანიების მონაცემებისა და ექსპერტების ანგარიშების შესწავლის საფუძველზე წერს, რომ მხოლოდ 2022 წელს დასავლურმა კომპანიებმა რუსულ ატომურ პროდუქციაში, მათ შორის რეაქტორების აღჭურვილობასა და ტექნიკაში 800 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს.

სააგენტოს მიხედვით, თუ დასავლეთი რუსულ ბირთვულ პროდუქციაზე უარს იტყვის, ისინი ენერგორესურსების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდებიან.

 

Post navigation

Previous: დღეს ანზორ ერქომაიშვილს 83 წელი შეუსრულდებოდა
Next: ჩვენ დავიბრუნებთ იმას, რაც ოკუპანტმა ჩვენივე პოლიტიკოსების უგუნური მმართველობის შედეგად წაგვართვა და ამით უკვდავვყოფთ ქართველი გმირების ხსოვნას!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.