აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით, მაჭახელაში „განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები“ საგრანტო პროგრამის პრეზენტაციის მიზნით შეხვედრა გაიმართა.
პროექტი „განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები“, იაპონიის მთავრობის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე განხორციელდება.შეხვედრაზე, მაჭახელას ადმინისტრაციულ ერთეულში მცxოვრებ მოსახლეობას პროექტის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
შეხვედრას ესწრებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მირიან კვირიტიძე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი რაულ თავართქილაძე და მოწვეული სტუმრები.
პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ვებ გვერდზე AGROSC.GE გაეცნოთ.
