Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფუნქციები ერევა 112-ის ფუნქციებში

მარშალ პრესი 10/08/2023
გურამ მაჭარაშვილი

„საგამოძიებო კომისიის შექმნამდე უდიდესი უფლებამოსილებები გააჩნიათ პარლამენტის წევრებს – ეს არის შეკითხვა, მინისტრთან და ნებისმიერი მინისტრისა, თუ პრემიერის დაბარება კომიტეტისა თუ საპარლამენტო ფორმატში“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა აბსურდულია, რადგან შეკითხვების არსებობსი შემთხვევაში კომისიის მოთხოვნამდე სხვა პროცედურების ჩატარებაც შეუძლიათ.

„სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფუნქციები ერევა 112-ის ფუნქციებში. უნდა, რომ რამდენჯერაც გაუჭირდება და კრიზისში აღმოჩნდება, საპარლამენტო კომისიამ შეასრულოს სასწრაფო დახმარების ფუნქციები. საჭიროა რეგლამენტის წაკითხვა. თუ ჩახედავენ, დაინახავენ, რა შემთხვევაში იქმნება საგამოძიებო კომისიები პარლამენტში, რადგან მანამდე უდიდესი უფლებამოსილებები გააჩნიათ პარლამენტის წევრებს – ეს არის შეკითხვა, მინისტრთან და ნებისმიერი მინისტრისა, თუ პრემიერის დაბარება კომიტეტისა თუ საპარლამენტო ფორმატში. ბევრი ბერკეტის გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ტიპის კითხვები იარსებებს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში კითხვები უფრო მეტად გაჩნდა იმ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოების მიმართ, რომელთაც გაუქარწყლდათ ის ე.წ ნარატივები, რომელთა შექმნასაც აპირებდნენ“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: სამ საათზე ნაკლებ დროში პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები
Next: ნებისმიერი პატიოსანი ადამიანის ვალდებულებაა, თავს დაესხას დეზინფორმაციას – პირველი რეგულაცია ეს არის ადამიანის შინაგანი ეთიკა, რომელიც შემდეგ უკვე პროფესიულ ეთიკად გამოვლინდება ხოლმე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.