Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს დეზინფორმაცია დღემდე განთავსებულია მათ გვერდზე – შალვა პაპუაშვილი გამოცემა “მთის ამბებზე”

მარშალ პრესი 09/08/2023
შალვა პაპუაშვილი

5 აგვისტოს „მთის ამბებმა“ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო განმარტებით, რომ ამ ფოტოზე წინა ფონზე ჩანს მამაკაცი რომელიც შვილს ეძებს, რამდენიმე დღეა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ცდილობს, მას კი არავინ ხვდება.

ფოტოს უკანა ფონზე კი ჩანან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთთან ბჭობენ.’’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე. შალვა პაპუაშვილმა მცდარი ინფორმაცია უწოდა იმ ფაქტს, რომ თითქოს დაკარგულების ოჯახების წევრების მიმართ სახელმწიფო ყურადღებას არ იჩენს.

როგორც მან განმარტა, ამ ადამიანს დიდი ხსნი განმავლობაში პირადად ესაუბრებოდა.

,,ამ ფოტოს გადაღებამდე რამდენიმე წამით ადრე პირადად მე დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრებოდი ამ მამაკაცს, ეს კარგად იცოდა ფოტოს ავტორმაც, თუმცა, როგორც ჩანს სკანდალური ნარატივის კარგად გაყიდვის იმედით ამგვარი სიყალბე დადგა. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად საჯაროდ გამოვეხმაურე „მთის ამბებს“ და ვთხოვე ამ ყალბი ამბის გვერდიდან აღება, რაიმე რეაგირება ამას არ მოჰყოლია. ეს დეზინფორმაცია დღემდე განთავსებულია მათ გვერდზე,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: საჯაროდ ვთხოვე „მწვანე ალტერნატივას“ განემარტა საზოგადოებისთვის, რომ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და სტიქიას შორის კავშირი არ არსებობდა, თუმცა, ყალბი ნარატივის შეჩერებისთვის არაფერი მოიმოქმედა
Next: თუ მოღალატეობრივი აქტია 8 აგვისტოს მიჩნევა რუსული აგრესიის დაწყების თარიღად, მაშინ ვინ აკეთებდა ამას წლების მანძილზე და რატომ? – ჯაბა ზარქუა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.