Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ შეიძლება საწუწუნოდ გაუხადონ კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს, რომელიც ლიდერია ამ სამ ქვეყანას შორის

მარშალ პრესი 09/08/2023
შალვა პაპუაშვილი

იმედია, ევროკომისიას ექნება სამართლიანი რეკომენდაცია, ხოლო ევროპის საბჭოს – სამართლიანი გადაწყვეტილება. არ შეიძლება საწუწუნოდ გაუხადონ კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს, რომელიც ლიდერია ამ სამ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატობისთვის ქვეყანა მზად იყო ჯერ კიდევ შარშან ივნისში, რაც დადასტურდა იანვარში გამოქვეყნებული შეფასებით, რომლითაც ჩანს, რომ საქართველო უსწრებს უკრაინასაც, მოლდოვასაც და ათი თავით უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, რომელმაც დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი

„სამართლიანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი – საქართველო უნდა იყოს იმავე დონეზე, სადაც არიან უკრაინა და მოლდოვა. თუ დღეს მათ აქვთ კანდიდატის სტატუსი, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი. თუკი მათთან გაიხსნება მოლაპარაკება, საქართველოსთანაც უნდა გაიხსნას მოლაპარაკება. ეს იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება, დაფუძნებული ობიექტურ კრიტერიუმებზე და შეფასებებზე, რომლებიც თავად ევროკომისიამ მიმდინარე წლის იანვარში წარმოადგინა. უსამართლო გადაწყვეტილების შესაძლებლობაც არსებობს. შარშან ივნისში ჩვენ ვნახეთ ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება, როდესაც სამეულში ლიდერი საქართველო დაიჩაგრა, საქართველოს უკან მყოფ ქვეყნებს კი მიეცათ კანდიდატის სტატუსი. ვნახოთ, იმედი მაქვს, რომ იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება – ეს არის საქართველოს დაყენება იმავე დონეზე, სადაც იქნებიან იმ მომენტში უკრაინა და მოლდოვა. ჩვენ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გვაქვს პროგრესი, ასევე გვაქვს კომუნიკაცია ევროკომისიასთან და მის სხვადასხვა დანაყოფთან რეკომენდაციების დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით. ასე რომ, იმედია, ევროკომისიას ექნება სამართლიანი რეკომენდაცია, ხოლო ევროპის საბჭოს – სამართლიანი გადაწყვეტილება. არ შეიძლება საწუწუნოდ გაუხადონ კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს, რომელიც ლიდერია ამ სამ ქვეყანას შორის. კანდიდატობისთვის ქვეყანა მზად იყო ჯერ კიდევ შარშან ივნისში. ეს დადასტურდა იანვარში გამოქვეყნებული შეფასებით, რომლითაც ჩანს, რომ ვუსწრებთ უკრაინასაც, მოლდოვასაც და ათი თავით ვუსწრებთ ბოსნია და ჰერცეგოვინას, რომელმაც დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი​“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: დადგინდა, რომ დაკარგულთა სიაში პირის არასწორი სახელი და გვარი იყო შეყვანილი, თავად ამ პიროვნებამ კი განაცხადა, რომ საერთოდ არ ყოფილა შოვის ტერიტიორიაზე
Next: „მთის ამბებმა“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში მოხდა მდ. ბუბისწყლის კალაპოტის შეცვლა – საჯაროდ მივმართეთ „მთის ამბებს“, რომ უარეყო აღნიშნული ცრუ ინფორმაცია, რაც არ გააკეთეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.