Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიაში რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

მარშალ პრესი 08/08/2023
365425739_785396779989880_2381323467703819065_n

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო.

,,15 წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ- საქართველოს უთანასწორო ომიდან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი ვაჟკაცი შეეწირა. მათ შორის, გურიის რეგიონმა დაკარგა 9 გმირი. მინდა, ქედი მოვიხარო მათი ხსოვნის წინაშე. მებრძოლებმა ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე დათმეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის.

ასევე, აგვისტოს თვე ჩვენი ქვეყნისთვის ორმაგად მძიმე გახდა 3 აგვისტოს შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ. მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებს”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

Post navigation

Previous: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და ხელვაჩაურის მერმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
Next: არის ამ ქვეყანაში თარიღებს შორის რაღაც უცნაური და სამარცხვინო პაექრობა: 7 იანვარს – 25 დეკემბერი ებრძვის, 9 მაისს – 8 მაისი, ხოლო 8 აგვისტოს – 7 აგვისტო – სამივე შემთხვევაში „ნაცები“ ებრძვიან ჭეშმარიტებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.