Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მძიმე რეაქცია მოყვება ნებისმიერი კანონპროექტის დაინიცირებას, რომელიც დაუპირისპირდება სიცრუეს, ცილისწამებას. გამოვა ერთი ორი ელჩი და იტყვის, რომ ეს არის რუსული კანონი

მარშალ პრესი 08/08/2023
ირაკლი კობახიძე

გახსოვთ რა რეაქცია მოყვა უცხოელი აგენტების შესახებ კანონის დაინიცირებას, ამაზე მძიმე რეაქცია მოყვება ნებისმიერი კანონპროექტის დაინიცირებას, რომელიც დაუპირისპირდება სიცრუეს, ცილისწამებას.

გამოვა ერთი ორი ელჩი და იტყვის, რომ ეს არის რუსული კანონი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან, წინა შემთხვევაში საზოგადოება შეიყვანეს შეცდომაში, როცა საქმე ეხებოდა აგენტების შესახებ კანონს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც შენი მთავარი ძალა არის ტყუილი, სიცრუე, ცილისწამება, დეზინფორმაცია, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი ადამიანები, რომ საქართველოში ასეთი კანონი არ იყოს მიღებული.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანაა, სადაც ეს საკითხი მკაცრად არის მოწესრიგებული, თუმცა, ჩვენ შემთხვევაში ცოტა არარეალურია ჰგონია ასეთი ცვლილებების განხორცილება.

„რაც შეეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ბევრი იწერებოდა ამასთან დაკავშირებით ფეისბუქში, როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ სიცრუეს, დეზინფორმაციას, ცილისწამებას, თეორიულად შეიძლება ამ საკითხის საკანომდებლო დონეზე მოწესრიგება, ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანაა, სადაც ეს საკითხი მკაცრად არის მოწესრიგებული, რაც ეხება სიცრუეს, დეზინფორმაციას, ცილისწამებას, თუმცა, ჩვენ შემთხვევაში ცოტა არარეალური მგონია ასეთი ცვლილებების განხორცილება.

რეალურად პოლარიზაცია საქართველოში დგას ძირითადად ორ რამეზე. ეს არის უცხოური აგენტურა და ეს არის სიცრუე, დეზინფორმაცია და ცილისწამება. გახსოვთ რა რეაქცია მოყვა უცხოელი აგენტების შესახებ კანონის დაინიცირებას, ამაზე მძიმე რეაქცია მოყვება ნებისმიერი კანონპროექტის დაინიცირებას, რომელიც დაუპირისპირდება სიცრუეს, ცილისწამებას. გამოვა ერთი ორი ელჩი და იტყვის, რომ ეს არის რუსული კანონი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან, წინა შემთხვევაში შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში, როცა საქმე ეხებოდა აგენტების შესახებ კანონს. აქ კიდევ უფრო მეტი აგრესია იქნება. როდესაც შენი მთავარი ძალა არის ტყუილი, სიცრუე, ცილისწამება, დეზინფორმაცია, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი ადამიანები, რომ საქართველოში ასეთი კანონი არ იყოს მიღებული“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: თუ წყლის კომპონენტთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არის, ადრეული გაფრთხილების სისტემა ყველა მდინარეზე რომ ყოფილიყო დაყენებული, ამ შემთხვევაში ვერ იმუშავებდა
Next: აგვისტოს ომით ორივე მხარემ თავისთვის სასურველ მიზანს მიაღწია – რუსეთმა ოკუპაცია მოახდინა, სააკაშვილმა კი გამოყოფილი 4.5 მილიარდის არამიზნობრივი ხარჯვა დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.