Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს ყველაზე დიდი გმირობა მშვიდობის შენარჩუნებაა და გონივრული პოლიტიკით აგვისტოს გმირების ოცნების ახდენა – საქართველოს დეოკუპაცია

მარშალ პრესი 08/08/2023
დიმიტრი ხუნდაძე

„ეს იყო გიორგი ანწუხელიძის, შინდისის ბიჭების, გიორგი გზირიშვილისა თუ სხვათა ოცნება, რისი ოცნებად დატოვებაც ჩვენი დანაშაული იქნება. ჩვენ უნდა შევძლოთ მათი ოცნების ახდენა – საქართველოს გამთლიანება“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, აღარ სურს 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი სისხლიანი ფურცლის დამატება და ამისთვის სახელისუფლებო გუნდი ყოველდღიურად იბრძვის.

„15 წელი რუსეთის კიდევ ერთი ოკუპაციიდან, აგვისტოს ომი და საქართველოს მოწყვეტილი ძირძველი კუთხეები, ასობით დაღუპული ადგილობრივი მკვიდრი, გადამწვარი სოფლები და ომში გმირულად დაცემული ქართველი ბიჭები…

ხსოვნა, რომელიც არა მხოლოდ აგვისტოს დღეებს ინახავს, არამედ ომში დაღუპული გმირების მიზანს გვახსენებს – საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას!

ეს იყო გიორგი ანწუხელიძის, შინდისის ბიჭების, გიორგი გზირიშვილისა თუ სხვათა ოცნება, რისი ოცნებად დატოვებაც ჩვენი დანაშაული იქნება. ჩვენ უნდა შევძლოთ მათი ოცნების ახდენა – საქართველოს გამთლიანება. ეს უნდა იყოს ყველა ქართველი პოლიტიკოსის უმთავრესი მიზანი და ამის შემდეგ სხვა დანარჩენი.

დღეს უცხო ქვეყნების ბევრი პოლიტიკური ლიდერი ახსენებს აგვისტოს ომსა და რუსეთის მხრიდან კიდევ ერთ ოკუპაციას. როგორც პოლიტიკოსი, მივმართავ ჩვენს პარტნიორებს: მადლობელი ვართ სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის, მაგრამ 15 წლის შემდეგ რაღაც ქმედითს უნდა ვხედავდეთ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად დახმარების კუთხით, რაც არ არსებობს.

გარკვეული პირებისგან შემოთავაზებული ომი ტერიტორიების დასაბრუნებლად, საქართველოს საბოლოო განადგურების ტოლფასია. ამიტომ არ ვიღებთ ამ „შემოთავაზებას“ და არა იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას გმირები აღარა ჰყავს. საქართველო გმირების სამშობლოა და მთელი ჩვენი ისტორია ამის მაგალითია, მაგრამ ჩვენ არ გვსურს ამ ისტორიას კიდევ ერთი სისხლიანი ფურცელი დაემატოს. ჩვენი სურვილი და მისწრაფებაა, მშვიდობიანი პოლიტიკით, ნდობის აღდგენითა და მოლაპარაკების გზით საქართველოს გამთლიანება.

ჩვენი გამარჯვების ფორმულა მხოლოდ მშვიდობას ეფუძნება. დღეს ყველაზე დიდი გმირობა მშვიდობის შენარჩუნებაა და გონივრული პოლიტიკით აგვისტოს გმირების ოცნების ახდენა – საქართველოს დეოკუპაცია“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: მაესტრო, მიმიფურთხებია თქვენი სიმართლისთვის – დაღუპული მფრინავის ქალიშვილი ნიკოლოზ რაჭველს
Next: საზოგადოებას უნდა შევახსენოთ ის ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.