Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

გასაჯაროვდა კადრები, თუ როგორ დატოვა კახა კალაძის ოჯახმა შოვის ტერიტორია საკუთარი მანქანით

მარშალ პრესი 07/08/2023
5050

„ვერ წარმომიდგენია, თუ არსებობს ადამიანი, რომელიც ასე იმოქმედებდა“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე
ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, მისმა ოჯახმა შოვი სტიქიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სახელმწიფო ვერტმფრენით დატოვა.

„მინდა, შევეხო ერთ ჭორს, არასწორ ინფორმაციას, რომელიც ჩემთან და ჩემს ოჯახთან მიმართებაში იქნა გავრცელებული მიზანმიმართულად, თითქოს, მე გამოვიყენე სახელმწიფო ვერტმფრენი ჩემი შვილების სტიქიის ზონიდან გამოსაყვანად. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განმარტებები, საზოგადოებას ვუთხარი სიმართლე. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, თუ არსებობს ადამიანი, რომელიც ასე იმოქმედებდა და ამ ნაბიჯებს გადადგამდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებთ მიზანმიმართულად და გაქვთ მცდელობა, „გამაშავოთ“ პირადად მე,

აგრესიულად განაწყოთ ადამიანი ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ძალიან დიდი ბოროტება, როდესაც ასეთ ცრუ ინფორმაციებს მიზანმიმართულად, გადამოწმების გარეშე ავრცელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ, მას მიმართა ტელეკომპანია „იმედმა“, მიეცა უფლება, მოეპოვებინათ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც სასტუმრო „შოვიდან“ მისი მცირეწლოვანი შვილების გამოსვლას ასახავს, რაზეც თანხმობა განაცხადა.


Post navigation

Previous: USA Today: კლიმატური ცვლილების შედეგები, როგორც წესი, ათწლეულებისა და საუკუნეების შემდეგ დგება, მაგრამ ამ ზაფხულს ეს შედეგები ყველგან ჩანს
Next: 10-12 წუთში მოსახლეობის ევაკუაციას ვერ მოასწრებ, თუ წინდაწინ არ იცი, რომ ეს უნდა მოხდეს და ამის წინდაწინ ცოდნა, წარმოუდგენელია ჩვენს პირობებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.