Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოში გლოვის დღეა, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაუშვეს

მარშალ პრესი 07/08/2023
366284856_670943275066689_6123291296798055358_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.

Post navigation

Previous: ამ წუთებში, მთელი აჭარის „ნაცმოძრაობა“, მათ შორის თბილისიდან ჩასული „ნაცების“ თანხლებით „მეგრულ-ლაზურ“ რესტორანში ქეიფობს
Next: “ნაციონალური მოძრაობის” უბინძურეს პროპაგანდას საზღვრები არ აქვს – რა უკანასკნელი ნაძირალა უნდა იყო, რომ ადამიანს მსგავსი ტყუილი დააბრალო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.