Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხის გამო, გომელაური ფიზიკურად სტიქიის ზონაში არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია, ამ უწყებაზე დგას მთელი სამაშველო ღონისძიებები

მარშალ პრესი 06/08/2023
შალვა პაპუაშვილი

ვახტანგ გომელაური ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხის გამო თავად ფიზიკურად სტიქიის ზონაში არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია და მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა კითხვას, რატომ არ ჩავიდა ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში.

პაპუაშვილის თქმით, უწყება სრულად მობილიზებულია.

„ვამჯობინებდი, იყოს ისეთი საკითხები, რომლებიც თემასთან ახლოს არის. რაც შეეხება პროცესს, იცით, რომ ყველა ჩართულია. ბატონ ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხი. აქედან გამომდინარე, ის თავად ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია და მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები. ხომ ვხედავთ, მაშველები როგორ მუშაობენ, როგორ არის ტექნიკა და ასე შემდეგ, უწყება სრულად მობილიზებულია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: შოვის ტრაგედიამ დაგვარწმუნა ამაში, დაგვანახა, რამდენად დიდია განსხვავება ადამიანების ამ ორ სახეობას შორის – გოგა ხაინდრავა
Next: ის ჩასაფრებული მზადყოფნა, ყოველი უბედურება ხელისუფლების ზურგში დანის ჩასარტყმელად გამოიყენონ, არის საქართველოს ზედაპირიდან ამოსაძირკვი მუწუკი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.