პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სოციალურ ქსელში ვრცელდება გაურკვეველი საბანკო ანგარიშის ნომრები, რომელიც თითქოს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შეიქმნა. როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, არანაირი საჭიროება არ არსებობს, რადგან ყველა დაზარალებული უზრუნველყოფილია, შესაბამისად, მოუწოდებს მოქალაქეებს, ნუ გადარიცხავენ თანხებს უცნობ საბანკო ანგარიშებზე.
