მე ერთ-ერთი ადამიანი ვარ იმ 16-იდან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა”- წერს მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში, რომელიც მეწყერში შვილთან და მეუღლესთან ერთად მოყვა:
გადავრჩით მთელი ოჯახი: მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი. მინდა მადლობა გავუხადო რაჭველ უმაგრეს ბიჭებს. ვიცი მხოლოდ ერთის სახელი ლაშა, რომელიც ჰალკივით დაკუნთულია და ჩვენთვის იმედის ნაპერწკალი იყო .
2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში უცებ ვხედავთ ამ ლაშას და კიდევ მათ რამდენიმე მეგობარს, რომლებიც შოვის ტყიდან გადმოვიდნენ და დანგრეული კოტეჯების ფიცრებით ბილიკი გაგვიკეთეს. სიხარულისგან ვბღაოდით.
ერთ-ერთმა ჩემი შვილი მთელი გზა ხელით ატარა. არ ვიცი აქ ხართ თუ არა ბიჭებო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კარგად ხართ. მადლობა უდიდესი, უღრმესი, თქვენი ამაგი მთელი სიცოცხლე გაგვყვება.
მინდა მუდამ ჯანმრთელები და ბედნიერები იყოთ. ასევე უდიდესი მადლობა ონის საავადმყოფოს მთელს პერსონალს, ვინ გვაჭმევდა და ვინ გვაცმევდა აღარ ვიცი. ყველაა სათითაოდ მოდიოდა და გვეხმარებოდა. მადლობა ხალხო, თქვენი გვერდში დგომა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ” – წერს მარიამ ბერიანიძე.
იხილეთ გადარჩენილი ბიჭუნას ვიდეო
