Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უბრალოდ, კაცი არ არის – ირაკლი კობახიძე გელა მთივლიშვილზე

მარშალ პრესი 05/08/2023
364458452_1210625352942608_8787600828720366084_n

გელა მთივლიშვილი ავრცელებს ფოტოს, სადაც არის ერთერთი ადამიანი, რომელსაც შვილი ჰყავს დაკარგული, იქვე მიწერილი აქვს, რომ ეს კაცი არის უყურადღებოდ და არავინ ელაპარაკებოდა იმ დროს, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები თათბირობდნენ. ზუსტად ამ ფოტოს გადაღებამდე ორი წუთით ადრე, ამ კაცს ელაპარაკებოდა შალვა პაპუაშვილი 15 წუთის განმავლობაში. დაინახა, მაინც გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ კაცი არ არის – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში, ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი დაანებონ სტიქიით მანიპულირებას.

„გელა მთივლიშვილი, არ ვიცი რომელი მედიასაშუალებაა, ავრცელებს ფოტოს, სადაც არის ერთერთი ადამიანი, რომელსაც შვილი ჰყავს დაკარგული და იქვე მიწერილი აქვს, რომ ეს კაცი არის უყურადღებოდ და არავინ მას არ ელაპარაკებოდა იმ დროს, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები თათბირობდნენ. ზუსტად ამ ფოტოს გადაღებამდე ორი წუთით ადრე, ამ კაცს ელაპარაკებოდა შალვა პაპუაშვილი 15 წუთის განმავლობაში. დაინახა, მაინც გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ კაცი არ არის. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოვუწოდო, თავი დაანებონ სტიქიით მანიპულირებას, ეს არასწორია და მართლა გამაოგნებელია“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ემოციური ფონია გასაგებია, საბოლოო ჯამში ყველაფერი გაირკვევა, ამიტომ სასურველია, არავინ იჩქაროს დასკვნების გაკეთება
Next: “ჟურნალისტი” მთივლიშვილი ისეთი უნამუსო და პრიმიტივი აღმოჩნდა, ეჭვი მაქვს არასამთავროები დააჯილდოვებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.