უმძიმესმა ტრაგედიამ შეძრა საქართველო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს და ჩვენ ქვეყანას.”- წერს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ეხმიანება შოვში, მეწყრის შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა.
“მადლობას ვუხდი პოლიციელებს, მაშველებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად. მადლობა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულ ყველა უწყებას.
სამაშველო სამუშაოები გრძელდება და იმედია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა გახდება შესაძლებელი.”- წერს ირაკლი კობახიძე.
