Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ISFED-ის შემთხვევაში გამოძიებისთვის ძალიან მარტივია იმის დამტკიცება, რომ გაყალბებულია არჩევნები, და ინფორმაციაა დამალული, ხოლო ტრამპის შემთხვევაში – ჯერჯერობით გამოძიებას დასამტკიცებელი აქვს ამ ბრალდების სისწორე

მარშალ პრესი 03/08/2023
გურამ მაჭარაშვილი

„ტრამპის წარმომადგენლებს არ უღიარებიათ არც გაყალბება და არც გაყალბებული ინფორმაციის დამალვა, ხოლო ISFED-ის შემთხვევაში ხელმძღვანელობამ აღიარა როგორც ხმების დათვლის გაყალბება, ასევე გაყალბებული ინფორმაციის დამალვა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ტრამპისგან განსხვავებით, გამოძიებას ISFED-სთვის ბრალის დასამტკიცებლად დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება, რადგან ხელთ აქვს მტკიცებულება აღიარების სახით.

„ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ტრამპის შემთხვევაში დასამტკიცებელია, ხოლო ISFED-ის შემთხვევაში – საჯარო აღიარების შედეგად უკვე დამტკიცებულია.

ტრამპის წარმომადგენლებს არ უღიარებიათ არც გაყალბება და არც გაყალბებული ინფორმაციის დამალვა, ხოლო ISFED-ის შემთხვევაში ხელმძღვანელობამ აღიარა როგორც ხმების დათვლის გაყალბება, ასევე გაყალბებული ინფორმაციის დამალვა. ISFED-ის შემთხვევაში გამოძიებისთვის ძალიან მარტივია იმის დამტკიცება, რომ გაყალბებულია არჩევნები, და ინფორმაციაა დამალული, ხოლო ტრამპის შემთხვევაში – ჯერჯერობით გამოძიებას დასამტკიცებელი აქვს ამ ბრალდების სისწორე და მტკიცებულებები არის მოსაპოვებელი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: უცებ მანქანა ჩერდება. კატაფალკიდან გამოდის მძღოლი და ბიჭუნას მიმართულებით ღრიალებს – დავით ქართველიშვილი
Next: შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო 70-მდე ადამიანი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.