Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სანამ, ეს ლეშის მაძიებელი სვავები იქნებიან პოლიტიკაში, სიბინძურე და ამორალურობა არ მოიშლება

მარშალ პრესი 04/08/2023
ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის ინიციატივას, რომ იმ ფონზე, როცა ხელისუფლება შოვში სტიქიას ებრძვის, ოპოზიციამ აქციები დაიწყოს.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ეს არის პოლიტიკური ლეშის მაძიებლობა და საზოგადოებამ 2024 წელს მსგავსი პოლიტიკოსები პოლიტიკიდან უნდა გააქროს.

„დილით მამუკა ხაზარაძემ გახსნა ამორალურობის ესტაფეტა და მიეწყვნენ ხაბე, ვაშაძე, სამადაშვილი, მანჯგალაძე…

ყურადღებას რომ არ აქცევ და გგონია გაჩერდებიან, მიხვდებიან, გაათვითცნობიერებენ საკუთარ საზიზღარ ბუნებას და აჰა, ამ ჯოჯოხეთიდან შესვენებაზე გამოსულმაც არ დაახანა…

მიდით, შეიკრიბეთ რუსთაველზე დღეს, მიდით, დღეს დაგთვლით საზოგადოება და საკადრის პასუხსაც მიიღებთ, ნაძირალებო!

სანამ, ეს ლეშის მაძიებელი სვავები იქნებიან პოლიტიკაში, სიბინძურე და ამორალურობა არ მოიშლება.

ამიტომაც, საჭიროა სრული მობილიზაცია 2024 წლის არჩევნებზე, რომ ქართველმა ხალხმა სამუდამოდ გავხვეტოთ ეს ნაგავი პოლიტიკური სივრციდან!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ამაზრზენი სანახავია, როცა ჩასაფრებულის პოზიციიდან ცდილობ, ყველაზე დიდ სტიქიაში პოლიტიკური ნიშნები იპოვო და უფრო უარესი – ამ სტიქიაზე პოლიტიკური ქულების მოპოვებას შეეცადო
Next: მოვუწოდებ ჩემ კოლეგებს, თინა ბოკუჩავას და პაატა მანჯგალაძეს, მაია ბითაძეს კი ნუ ებრძვიან, მოისმინონ ის, რაც მაია ბითაძემ და ექსპერტებმა თქვეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.