Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი ინფორმაციით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება

მარშალ პრესი 04/08/2023
თემურ მღებრიშვილი

ჩვენი ინფორმაციით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება. მთელი ღამის განმავლობაში ვეცდებით ინფორმაციების გადამოწმებას, გაფილტვრას და შესაბამისად, ყველანაირი ზომის მიღებას, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამოქმედებულია საგანგებო შტაბი და ცხელი ხაზი.

„მინდა მივმართო ყველას, ვინც ვერ გადის კონტაქტზე ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, აუცილებლად დაგვიკავშირდნენ. ჩვენს მიერ ხდება ინფორმაციების გადამოწმება და დაზუსტება. მინდა გითხრათ, რომ 150 ადამიანამდეა უსაფრთხო ლოკაციებზე და არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, რომლებთანაც ოჯახის წევრების მიერ დაკავშირება ვერ ხერხდება, შესაძლოა მათ რიცხვში იყვნენ. აქედან გამომდინარე, მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ გადავამოწმებთ ინფორმაციებს და მოვუწოდებ ყველას, თუ ვინმე ვერ უკავშირდება ახლობელს, დაგვიკავშირდეს შტაბში, ცხელ ხაზზე და 112-ში განახორციელოს აუცილებლად ზარი.

ამ დროისთვის მობილიზებულია, როგორც შინაგან საქმეთა, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ადგილზე არიან გეოლოგები და მიმდინარეობს ყველა საჭირო პროცედურა. ჯერჯერობით რამე საჭიროება, რამე დამატებითი ძალის ან ტექნიკის მობილიზების, იმაზე მეტის, რაც ამ დროს ხდება, ვფიქრობ არ დაგვჭირდება“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

Post navigation

Previous: სასტუმრო “სანსეტ შოვი”, მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Next: მაშველებმა შოვში, ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.