Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

უკრაინასა და პოლონეთს შორის ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება უკრაინელების მიერ პოლონელების გენოციდის აღიარების საკითხი

მარშალ პრესი 03/08/2023
untitled

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, პაველ იაბლონსკის განცხადებით, უკრაინასა და პოლონეთს შორის ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება უკრაინელების მიერ პოლონელების გენოციდის აღიარების საკითხი.

როგორც იაბლონსკიმ აღნიშნა, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრაზე განიხილებოდა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები და 80 წლის წინ ვოლინში ჩადენილი ჯერ კიდევ გამოუძიებელი გენოციდი და მსხვერპლთა ექსჰუმაცია.

საქმე ეხება ვოლინის ჟლეტას, რომლის დროსაც „უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის“ წევრებმა 1943-44 წლებში პოლონეთში, ვოლინისა და აღმოსავლეთ გალიციის რეგიონებში 100 000-მდე პოლონელი ამოხოცეს.

Post navigation

Previous: უხერხულია, როდესაც შენ გაკრიტიკებენ აბსურდული მიზეზების გამო და თავად ყავთ პატიმრები, რომლებიც 20 წელია სასჯელს იხდიან ბრალის წარდგენის და სასამართლოს გარეშე
Next: ხელისუფლების გონივრული ნაბიჯების სისწორე რადიკალურ ფრთაშიც ზოგიერთს “შემოეღიარა” და ვერ დამალა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.