არ შეიძლება, ამნისტიის შესახებ კანონი მხოლოდ ნიკანორ მელიასთვის ან მეორე მხარეს, ერთი ადამიანისთვის იყოს შექმნილი – არჩილ თალაკვაძე

339
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

„ჩვენი რჩევა იქნება – დროულად შევასრულოთ ის საკითხები, რაზეც სხვადასხვა ინტერპრეტაცია არ უნდა იყოს. ამნისტია უნდა შეეხოს ყველა მხარეს. არ შეიძლება, ეს კანონი მხოლოდ ნიკანორ მელიასთვის ან მეორე მხარეს, ერთი ადამიანისთვის იყოს შექმნილი“, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.

მისივე განცხადებით, შეთანხმების შესრულების მიზანი პოლიტიკური დაპირისპირების დასრულებაა.

„ეს არ არის მოწოდებული იმიტომ, რომ უთანხმოება და პოლიტიკური დაპირისპირება ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დასრულდეს და ჩვენმა პოლიტიკურმა სისტემამ მომავალზე გააკეთოს აქცენტები. ჩვენ გვაინტერესებს მომავალი და არ უნდა ვხარჯავდეთ დროს ისეთ საკითხზე, როცა მოქალაქეები მათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ელოდებიან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს უმრავლესობიდან შესთავაზა დოკუმენტის მათი ვერსიიდან ამოიღონ ჩანაწერი ამნისტიაზე თანხმობასთან დაკავშირებით, ოპოზიციას კი სთავაზობს, უარი თქვას ჩანაწერზე დაზარალებულის თანხმობის შესახებ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება