Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი როგორ დასრულდება, ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, ჩვენ კი უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ კანონის ძალით პასუხი მოეთხოვოს ყველას, ვინც ეცდება არჩევნების შედეგების გაყალბებას

მარშალ პრესი 02/08/2023
დიმიტრი ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე განცხადებით ეხმაურება იმ ფაქტს, რომ აშშ-ის ყოფილ პრეიზდენტს, დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს. როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, აუცილებელია, რომ საქართველოშიც კანონის ძალით პასუხი მოეთხოვოს ყველას, ვინც ეცდება არჩევნების შედეგების გაყალბებას.

„ამერიკაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება არჩევნების შედეგების გაყალბების პროპაგანდასთან დაკავშირებით ნიშნავს იმას, რომ 2024 წელს ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ დამკვეთებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს ვეღარ გააყალბებენ.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი როგორ დასრულდება, ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, ჩვენ კი უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ კანონის ძალით პასუხი მოეთხოვოს ყველას, ვინც ეცდება არჩევნების შედეგების გაყალბებას. ეს არის ხალხის ხმების ქურდობა, ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის წართმევა. ეს არის არა მხოლოდ ანტიდემოკრატიული ქმედება, არამედ – დანაშაული, რომელიც უნდა იყოს მკაცრად დასჯადი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვერ ავაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება გამორჩეული ამომრჩეველთა აქტიურობითა და ისტორიული გადაწყვეტილებით – მისცენ ქვეყანას მშვიდობის შენარჩუნების, ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკური აღმავლობისა და ძლიერი ევროპული სახელმწიფოს აღმშენებლობის გარდაუვალი შანსი. მჯერა, ჩვენ გვექნება გრძელვადიანი მანდატი ქართველი ამომრჩევლისგან.“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: იმავე დანაშაულს, რაც ტრამპს არც კი ჩაუდენია, საქართველოში აშშ-ს საელჩო “უწყინარ გაუგებრობას” უწოდებდა, თუ ამას ISFED ან USAID ჩაიდენდა, ხოლო ამ დანაშაულების “გამპრავებელს” “ჩემპიონის” წოდებით შეამკობდა
Next: დარწმუნებული ვარ, 2024 წლის არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის მზადება ოპოზიციაში უკვე დაწყებულია – ამაზე მეტყველებს ვაშაძის დღევანდელი განცხადებაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.