Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ე.წ. ოპოზიციის, ხალხის მტრების მიზანია, რომ როგორმე ჩავარდეს სეზონი, რაც პირველ რიგში დაარტყამს ჩვენს მოსახლეობას

მარშალ პრესი 02/08/2023
თორნიკე რიჟვაძე

,, ეს იყო კიდევ კოლექტიური ნაც-მოძრაობის მორიგი აქცია. დაახლოებით 150-160 კაცი აპროტესტებდა ტურისტების შემოსვლას ბათუმში და სრული დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ აქედან 90% წარმოადგენდა ნაც.მოძრაობას და მათ დანაყოფ პარტიებს.”- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის შეფასებისას.

ხალხი, რომლებიც დროთა განმავლობაში პარტია დროა, ნაც.მოძრაობის, მათ შორის რუსეთის წიაღში გამოზრდილი კონკრეტული სუბიექტები აპროტესტებდნენ რუსი ტურისტები შემოსვლას ჩვენს ქალაქში. ასევე, მინდა შეკითხვა დავსვა: რა განსხვავებაა იმ ტურისტებს შორის, რომლებიც ჩვეულებრივ შემოდიან საკრუიზო ლაინერით და იმ ტურისტებს შორის, რომლებიც შესაძლოა შემოდიოდნენ ლარსიდან, სხვადასხვა საზღვრიდან, ან თვითმფრინავით ჩამოდიან ჩვენ ქალაქში ან საქართველოს ტერიტორიაზე“ – განაცხადა თრნიკე რიჟვაძემ ბათუმში საკრუიზო გემის ბათუმში შესვლასთან დაკავშრებით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

,,ეს ყველაფერი მიზანმიმართული კამპანიაა, რომ ის მიმდინარე, წარმატებული ტურისტული სეზონი, რაც ასე უკლავს გულს ჩვენს მტრებს, როგორმე დააზიანონ. ის კამპანია, რაც ვნახეთ თვეების განმავლობაში, რომელსაც ასე პედალირებდნენ არაკეთილმოსურნეები, რაც შეეხებოდა ზღვის წყლის ხარისხს. მინდა ვთქვა, რომ 10 დღეში ერთხელ პირადად ვაკონტროლებთ ზღვის წყლის ხარისხს, რომ დამატებით სპეკულაციების საშუალება არ მივცეთ ამ მტრულად განწყობილ ძალებს.

მინდა ყველას შევახსენო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, რომელმაც უდიდესი ზიანი მოუტანა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და მათ გმირ ოჯახებს, სწორედ ამის შემდეგ, ლაჩარი სააკაშვილი აგრძელებდა რუსების მოპატიჟებას, ომის წლისთავზე. სწორედ ის აპირებდა ქართული დღეების გამართვას და კამპანიების წარმოებას ამ მიმართულებით. სწორედ ამ ადამიანის მმართველობის დროს მოხდა, რომ უვიზო რეჟიმი შეიცვალა ცალმხრივად და ასევე, ძალიან კარგად გვახსოვს ის კადრები, როცა ლარსზე პირადად ხვდებოდა და პირადად ეპატიჟებოდა რუს ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში.

ე.წ. ოპოზიციის, ხალხის მტრების, არის ის, რომ როგორმე ჩავარდეს სეზონი. ეს პირველ რიგში დაარტყამს ჩვენს მოსახლეობას, მათ ეკონომიკურ მდგომარეობას და მათი მთავარი ამოცანა და მიზანი არის, რომ ხალხი კიდევ უფრო მეტად გააღარიბონ, შეუმცირონ შემოსავლები, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ და მერე უკვე გამოიყენონ ხალხის სოციალური უკმაყოფილება. ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის. “– განაცხადა რიჟვაძემ.

Post navigation

Previous: გაძლევთ პირობას, სააკაშვილთან ერთად ავაშენებთ უდიდეს აეროპორტს სოხუმში, ბევრი საქმე გვაქვს, დაწყებული ლაზიკის მშენებლობიდან, რომელიც უპირობოდ უნდა შევუსრულოთ ხალხს
Next: გამოდის, რომ რისთვისაც ტრამპს ბრალს უყენებენ, აქ უნდა დაპატიმრდეს ISFED-ის ხელმძღვანელობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.