Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

რადიოსიხშირული რესურსის ეფექტიანი გამოყენებისთვის, კომუნიკაციების კომისია ეროვნულ გეგმას განაახლებს

მარშალ პრესი 27/04/2022

მომხმარებლებისთვის ინოვაციური მომსახურების მიწოდებისა და  ქვეყანაში თანამედროვე რადიოსიხშირული სისტემების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, კომუნიკაციების კომისია რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმას განაახლებს. ეროვნული გეგმის განახლება ხელს შეუწყობს თანამედროვე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების დანერგვას, ასევე ამოწურავდი რესურსის ეფექტიან გამოყენებას და მართვას.

კომუნიკაციების კომისიამ ეროვნულ გეგმაში შესატანი ცვლილებები ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ რადიოკავშირის მსოფლიო კონფერენციაზე (WRC-19) მიღებული ფინალური აქტების მიხედვით, ასევე ფოსტის და ტელეკომუნიკაციების ევროპის კონფერენციის (CEPT) და ელექტრონული კომუნიკაციის კომიტეტის (ECC) მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე მოამზადა. აღნიშნული ცვლილებები ძირითადად ევროკომისიის რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებებს ეყრდნობა.

განახლებული ეროვნული გეგმა მოიცავს ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის 5G ქსელების განვითარებისთვის  ახალი დიაპაზონების შესახებ ინფორმაციას, WI-FI-ის ფუნქციონირებისთვის დამატებით გათვალისწინებულია ახალი სიხშირული ზოლი, ასევე განისაზღვრა დიაპაზონები სპეციფიკური  თანამგზავრული მომსახურებისთვის და დაზუსტდა ტექნოლოგიური  სტანდარტები და  მომსახურებების  სახეობები.

,,რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი საჯარო კონსულტაციებისა და მისი დახვეწის მიზნით, კომისიის  ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. დაინტერესებულ პირებს შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა 2022 წლის 20 მაისამდე შეუძლიათ, რის შემდეგაც კომისია განახლებულ ეროვნულ გეგმას დაამტკიცებს.

Post navigation

Previous: პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
Next: არ გამოგივათ ეს ამბავი – ლალი მოროშკინას ემოციური მიმართვა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.