22 ივლისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, რეპრესირებულთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
შეკრებილებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს რეპრესირებულთა მემორიალი. სტუმრებმა და რეპრეისრებულთა შთამომავლებმა გაიხსენეს ის მძიმე პერიოდი, რომელსაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოში რეპრესირებულთა ხსოვნის დღედ 22 ივლისი ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებით, 2002 წლიდან გამოცხადდა. აჭარაში რეპრესიებმა 670 ადამიანი შეიწირა.
ღონისძიებას მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და მერიის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
