იმ ახალგაზრდების შემართება, ვინც დღეს პუტინის გემის შემოსვლას აპროტესტებს, საარჩევნო ხმებში უნდა გამოვლინდეს”- წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში:
“არჩევნებამდე თუ მუხტი იქნა, ხომ კარგი. არა და იმ ახალგაზრდების შემართება, ვინც დღეს პუტინის გემის შემოსვლას აპროტესტებს, საარჩევნო დისციპლინასა და ხმებში უნდა გამოვლინდეს. ჯერ-ჯერობით, ყველაზე უღირსებო ხელისუფლებას, რომელიც კი საქართველოს ჰყოლია, ხალხის რაღაც ნაწილიც ყავს აყოლილი. გასაგებია ეს – სამოქალაქო ღირსების განცდა არც იმდენად ღრმაა პოსტ-საბჭოთა საზოგადოებაში, რომ ამდენი სირცხვილის მომტანი ივანიშვილი უცებ წალეკოს.
და ვართ მის ხელისბიჭთა შემყურე. ეს რომ შეიცვალოს, პარტიები შეხვედრას შეხვედრაზე უნდა მართავდნენ. არ უნდათ ერთობა – კი ბატონო. მაგრამ კოორდინირება, უჯრედების შექმნა-გადახალისება, კამპანიის დაგეგმვა ხომ შეიძლება კოოპერატიულად? ახალგაზრდობა კი უნდა მიხვდეს – ახლა წუნიაობის დრო აღარაა: თუ ვერ ქმნით საკუთარ პარტიას, მიეხმარეთ არსებულებს. თორემ შეგვრჩება, ახლა უკვე ჩინელებით ზურგგამაგრებული, ფეოდალიზმი.”- წერს დარჩიაშვილი.
