ნიკა მელიამ ჯერ არ იცის შევა თუ არა პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობა”

403
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ნიკა მელიამ ჯერ არ იცის შევა თუ არა პარლამენტში ის ან “ნაციონალური მოძრაობა”, ამის შესახებ მან ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა და თქვა, რომ არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები პარტიაში, მოხდება საკითხზე მსჯელობა, ასევე ისაუბრებს  ოჯახში და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული.

“ვიცი, რომ პარტიაში არის განსხვავებული პოზიციები და “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა მეც კი ვერ გეტყვით. ამ საკითხებზე ოჯახის წევრებთანაც ვაპირებ ძალიან დეტალურად გავლას, გარდა ამისა, ჩემ ყველა კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება “ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად”- განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება