Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • კულტურა და ხელოვნება

იტალიის ნაპირებთან ძველი რომაული გემი აღმოაჩინეს, რომელზეც ასობით დაუზიანებელი ამფორა ინახებოდა

მარშალ პრესი 29/07/2023
ნარჩენები

იტალიის სანაპიროსთან ძველი რომაული გემის ნარჩენები აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ხომალდი, რომლის სიგრძეც დაახლოებით 20 მეტრია, რომისგან 80 კილომეტრის მანძილზე, 160 მეტრის სიღრმეზე იპოვეს. ის ძველი წელთაღრიცხვით პირველი ან მეორე საუკუნით თარიღდება.

ბორტზე ასობით ამფორა აღმოაჩინეს, რომლებშიც რომაელებს სითხეები – ღვინო, ზეთი, სოუსები გადაჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ამფორების უმეტესობა ძალიან კარგად არის შენახული.

„ეს უნიკალური აღმოჩენაა, რომელიც ძველ დროში საზღვაო სავაჭრო გზების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას“, – აღნიშნავენ იტალიის პოლიციის სპეციალური განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც არქეოლოგიურ სამუშაოებს ხელმძღვანელობენ.

მათ ასევე განმარტეს, რომ ხომალდი დისტანციურად მართვადი რობოტის მეშვეობით აღმოაჩინეს. ამ ეტაპზე უცნობია, შეეცდებიან თუ არა სპეციალისტების ხომალდის ნარჩენების ან მისი ტვირთის ზედაპირზე ამოტანას.

Continue Reading

Previous: პრემიერის ჩინეთში ვიზიტი ისტორიულია, თანამედროვე სამყაროში ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს შეუძლია, იყოს ხელსაყრელი, სანდო პარტნიორი – გიორგი ცაგარეიშვილი
Next: ამის დამწერი სუბიექტი ავადმყოფი-მკვლელია! – ედიშერ გვეეტაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025