Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ხალხის ძალის“ შექმნიდან ერთი წლის თავზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში არის აბსოლუტურად შეცვლილი პოლიტიკური ვითარება და ამაში ჩვენს მოძრაობას მიუძღვის გადამწყვეტი როლი

მარშალ პრესი 29/07/2023
სოზარ სუბარი

„როდესაც ჩვენ ფაქტები გადმოვალაგეთ და ვუთხარით საზოგადოებას ფაქტები, ზუსტად ერთ თვეში ისე გადატყდა ვითარება, რომ ყველგან, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც ჩავდიოდით, გვხვდებოდა მოსახლეობა, გვხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ნათქვამს ჩვენვე გვეუბნებოდნენ“, – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა სააზოგადოებრივი მოძრაობის ერთი წლის საქმიანობა.

სუბარის თქმით, „ხალხის ძალამ“ შეძლო, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაწყებულიყო და პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში სრულიად შეცვალა.

„2022 წლის ივნისში სამმა დეპუტატმა დავტოვეთ საპარლამენტო უმრავლესობა იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად გვეთქვა ჩვენი საზოგადოებისთვის სიმართლე იმ საფრთხეების შესახებ, რაც არსებობდა საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ხოლო 28 ივლისს უკვე ჩვენი მოძრაობა გაფართოვდა და მაშინ გამოვაცხადეთ პირველად, რომ იქმნებოდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“. ერთი წლის თავზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მართლა საქართველოში არის აბსოლუტურად შეცვლილი პოლიტიკური ვითარება და ამაში „ხალხის ძალას“ მიუძღვის გადამწყვეტი როლი.

პირველ რიგში იმაში, რომ ჩვენ შევძელით აგვეცილებინა საქართველოსთვის ომის საფრთხე, რადგანაც ინფორმირებული საზოგადოებით მანიპულირება არის ძალიან ძნელი და შეიძლება, შეუძლებელიც კი. ჩვენ ძალიან ხშირად ვცხოვრობდით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი ნარატივით, ვაგრძელებდით ამ ნარატივს, რაც ხშირ შემთხვევაში, ნიშნავდა იმას, რომ თუკი დასავლეთიდან მოდის ჩვენთვის არასასიამოვნო და მიუღებელი ნარატივი, ამ შემთხვევაში, ჩვენ ხმა არ უნდა ამოვიღოთ, საზოგადოებას არ უნდა ვუთხრათ სიმართლე და ჩუმად უნდა აღვუდგეთ ამ ნარატივს და ზეწოლას ხელისუფლებაზე, თუმცა ზოგჯერ ამის გაკეთება შეუძლებელი ხდება.

განსაკუთრებით, როდესაც ცდილობენ, საზოგადოებას აღქმები მოახვიონ თავს ფაქტების ნაცვლად. როდესაც ჩვენ ფაქტები გადმოვალაგეთ და ვუთხარით საზოგადოებას ფაქტები, ზუსტად ერთ თვეში ისე გადატყდა ვითარება, რომ ყველგან, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც ჩავდიოდით, გვხვდებოდა მოსახლეობა, გვხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ნათქვამს ჩვენვე გვეუბნებოდნენ. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად პოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეცვლილი – „დაუძინებელი მეგობრები“ (ასე ვიყენებთ ხოლმე ამ ტერმინს), რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ საქართველოს ომში ჩართვისთვის, დღეს ხშრად, თავის მართლების რეჟიმში არიან ჩაყენებულნი და მათი თავის მართლება იმდენად უსუსურია, რომ საზოგადოება ამას უკვე აღარ იჯერებს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ „ხალხის ძალამ“ შეძლო, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მართლა ახალი ისტორიული ეტაპი დაწყებულიყო, როდესაც ხალხის მონაწილეობა პოლიტიკური გადაწყევტილებების მიღებაში გაცილებით გაზრდილია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Continue Reading

Previous: სააკაშვილის ხელისუფლების კრიმინალური ქმედებები არ გვიკვირს, თუმცა აგვისტოს ომის დღეებში რამდენიმე ისეთი ფაქტი მოხდა, რომელიც მათთვისაც კი დღემდე ყველაზე მძიმე ფაქტად რჩება – სოზარ სუბარი
Next: იმდენად დიდი იყო ზეწოლა ქალბატონ ციცინო შავაძეზე და მის მცირეწლოვან შვილებზე, რომ თვეების განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები (ჩემი თანამშრომლები), მორიგეობით ცხოვრობდნენ შავაძეების ოჯახში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025