Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

გია ბარამიძის საქციელში გასაკვირი არაფერია – თეა წულუკიანი

მარშალ პრესი 26/04/2022
თეა წულუკიანი

გია ბარამიძის საქციელში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ ლანძღავდა, აგინებდა, ცდილობდა დაეჩაგრა, კუთხეში მოემწყვდია არაერთი ჩვენი უცხოელი მეგობარი და პარტნიორი,- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვიტყოდი, რომ გია ბარამიძის საქციელში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ რა თქმა უნდა, ლანძღავდა, აგინებდა ცდილობდა დაეჩაგრა, კუთხეში მოემწყვდია არაერთი ჩვენი უცხოელი მეგობარი და პარტნიორი. მე პირადად ამას ვუყურებ თითქმის 10 წელია. ბატონი კასიანოვი ალბათ გამონაკლისი არ არის, ვინაიდან ნებისმიერი უცხოელი პარტნიორი ყოველთვის იყო თავდასხმის მსხვერპლი, იქნებოდა ეს მეზობელი ქვეყნიდან თუ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი. ჩვენ გვახსენდება, რომ ქალბატონი დეგნანი როდესაც კი გააკეთებდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი კურსის მხარდამჭერ განცხადებას, ის ხდებოდა თავდასხმის მსხვერპლი. ასე იყვნენ სხვა უცხოელებიც, ვინაიდან ჩვენი ოპოზიციისთვის მიუღებელია, რომ ვინმემ შეაქოს მთავრობა ან ქვეყანა. მთავარია, რომ ისინი იყვნენ მოწონებულები უცხოელი პარტნიორების მიერ. რადგან ამომრჩეველი უკვე მე-10 წელია მხარს არ უჭერს, ერთადერთი უცხოელი პარტნიორებისგან დარჩა მხარდაჭერა. როდესაც ეს უცხოელი პარტნიორები კოლექტიურად არ დაუჭერს მათ მხარს, ისინი ხდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვის საგანი. ეს ბედი გაიზიარა კასიანოვმაც“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ამ თემაზე:

 

Continue Reading

Previous: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა უწყების თითოეული სამსახურის და განყოფილების უფროსთან
Next: ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წელი იქნება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025