Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ – სასტუმროებში ერთნაირად იკრძალება თამბაქოს ყველა პროდუქტის მოხმარება

მარშალ პრესი 29/07/2023
1690639692-თამბაქო1

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ მიმართავს სასტუმროების წარმომადგენლებს, თამბაქოს კონტროლის კანონით აკრძალულია დახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევა.

როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოქმედი რეგულაციების თანახმად, დახურულ სივრცეში თანაბრად შეზღუდულია როგორც კლასიკური თამბაქოს ნაწარმის, ისე ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოხმარება.

„ცოტა ხნის წინ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, რესტორნებისა და სასტუმროების მცდარი ინფორმაციისაგან დასაცავად,  შიდა ინფორმაცია გავავარცელეთ. მოვუწოდებთ, არ ენდონ, თუ ვინმე  შეეცდება დაარწმუნოს, რომ თამბაქოს კონტროლის კანონში შესული ცვლილების შედეგად დახურულ სივრცეში ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოწევაზე აკრძალვა გაუქმდა. კანონში არანაირი ცვლილება არ შესულა და არც იგეგმება. მოქმედი რეგულაციების თანახმად, დახურულ სივრცეში თანაბრად შეზღუდულია როგორც კლასიკური თამბაქოს ნაწარმის, ისე ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოხმარება.

თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის (სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება) დროს მუდმივად სიურპრიზებს ვაწყდებით. ამჯერადაც, ივლისის თვეში ტურისტულ ზონებში  ახალი ტენდენცია გამოიკვეთა. თამბაქოს კომპანიების სახელით მოძრავი ჯგუფი ცდილობს, სასტუმროების ადმინისტრაციები მოწევის რეგულაციების გაბედულად დარღვევაში დაარწმუნოს (რესტორნებშიც იგივე ხდება). სთავაზობენ (შესაძლოა, გარკვეული სარგებლის სანაცვლოდაც), სასტუმროებმა თვალი დახუჭონ დახურულ სივრცეში ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოხმარებაზე. ამის შემდეგ დემონსტრაციულად აბოლებენ ელექტრონულ სიგარეტს და გასახურებელ თამბაქოს და აღნიშნავენ, რომ დახურულ სივრცეში მათ გამოყენებას კანონი არ კრძალავს, რაც სიცრუეა და კანონდამრღვევს უზარმაზარი ჯარიმით დაზარალებისკენ უბიძგებს. ამიტომაც შევახსენებთ ნებისმიერ სასტუმროს, რომ, თამბაქოს კონტროლის კანონით, აკრძალულია დახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევა. პირველ ჯერზე დარღვევა გამოიწვევს კერძო პირის 100 ლარით დაჯარიმებას, კომპანია (ამ შემთხვევაში სასტუმრო) თუ პირველად ჯარიმდება, 500 ლარის გადახდა დაეკისრება, განმეორების შემთხვევაში კერძო პირი 200 ლარს გადაიხდის, კომპანია კი 1000 ლარით დაჯარიმდება.

ვთხოვთ სასტუმროებს, ნუ წამოეგებით საეჭვო პირების და ჯგუფების ანკესზე. თამბაქოს კონტროლის კანონი იოლად ხელმისაწვდომია და თუ მაინც ვერ შეძლებთ რეგულაციების მოძიებას, დეტალებისთვის ცხელ ხაზზე 11 60 01 დარეკეთ ან 112-ს დაუკავშირდით“, – აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.

Continue Reading

Previous: გიორგი ცუცქირიძე: ჩინეთი, აშშ და ევროკავშირი არა უბრალოდ მსოფლიოს სამი უმსხვილესი ეკონომიკებია, წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან – საქართველოს სტრატეგიული ამოცანაა, სამივე მეგაეკონომიკასთან ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი
Next: სააკაშვილის ხელისუფლების კრიმინალური ქმედებები არ გვიკვირს, თუმცა აგვისტოს ომის დღეებში რამდენიმე ისეთი ფაქტი მოხდა, რომელიც მათთვისაც კი დღემდე ყველაზე მძიმე ფაქტად რჩება – სოზარ სუბარი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025