
“ბრავო, ჩვენს პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს! სი ძინპინმა ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის სიმაღლეზე აიყვანა”- წერს “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე, რომელიც ეხმიანება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის პრეზიდენტის შეხვედრას:
“ეს საქართველოს ხელისუფლების და ქართული დიპლომატიის ისტორიული შედეგია და უმნიშვნელოვანესი მიღწევა, მრავალპოლუსიან მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის ინტერესების უზრუნველსაყოფად!
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს უსაფრთხოების დაცვისთვის სერიოზული საშაუალება იქნება, ხოლო ეკონომიკური, ფინანსური და სატრანსპორტო დერეფნის გამოყენების თვალსაზრისით საქართველოს შემოსვლების გაზრდისა და გაძლიერების ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, დატვირთვა და საქართველოს პორტებში აზია-ევროპის ტვირთების მოზიდვა გადაწყვეტილი იქნება.
ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარბიელზე ჩინეთის შემოყვანა აუცილებელია, ამერიკა-ევროპის და რუსეთის ზეწოლის ბალანსისთვის!
მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ჩინეთთან ურთიერთობა ყველაზე აქტიურ ფაზაში უნდა შეიყვანოს. კარგი იქნება ჩინეთთან სტრატეგიული პოარტნიორობის განვითარების კუთხით სახელმწიფო მინისტრის პოსტი შეიქმნას!”– წერს ლევან მამალაძე.