Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პოლიტიკოსებს ოპოზიციიდან მომავალ არჩევნებამდე ძალიან მცირე დრო აქვთ დარჩენილი და ისინი იძულებული არიან, მათ მიერ არჩეული, ქვეყნის მიმართ მტრული დამოკიდებულების მცდარი ხაზი გააგრძელონ – მიხეილ სარჯველაძე

მარშალ პრესი 29/07/2023
მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

მმართველი გუნდის წევრები კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ FARA-ს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობას ეხება.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია იძულებულია, ქვეყნის მიმართ მტრული დამოკიდებულების მცდარი ხაზი გააგრძელოს მიუხედავად იმისა, რომ ამას არავითარი საფუძველი და პერსპექტივა არ გააჩნია.

„პოლიტიკოსებს ოპოზიციიდან მომავალ არჩევნებამდე ძალიან მცირე დრო აქვთ დარჩენილი და ისინი იძულებული არიან, მათ მიერ არჩეული, ქვეყნის მიმართ მტრული დამოკიდებულების მცდარი ხაზი გააგრძელონ. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი საფუძველი და პერსპექტივა არ გააჩნიათ იმის, რომ საზოგადოება დაარწმუნონ, მაგალითად, საქართველო ეკონომიკურად არ ვითარდება ან იმის დასაბუთებას შეეცადონ, რომ სააკაშვილს ვინმე აშიმშილებს. ითხოვს საჭმელს და ვინმე არ აძლევს და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ამ ხაზს გააგრძელებენ, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ არავითარი პერსპექტივა, ისევე როგორც საფუძველი, ასეთ განცხადებებს არ გააჩნია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი პეკინში ჩავიდა. ფოტო
Next: დიდუბეში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025