Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი დავით ქაცარავაზე: თუ გული ერევათ რუსის დანახვაზე, მათზე სტრატეგიული ობიექტებისა და ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ხონჩით მიმრთმეველი „ვივამედის“ კლინიკაშია – არც უკრაინაში საომრად წასვლას უშლიან ვინმეს

მარშალ პრესი 29/07/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

ჰაერში მუშტების ქნევაში, რადიკალები და მათთან აფილირებულები ძალიან მაგრები არიან. ის კი არა და ზოგი სამხედრო ფორმითაც დადის, „ბოევიკობენ“ კიდეც – სადმე გემი, ან თვითმფრინავი თუ დაინახეს, ხომ პირდაპირ მუსრს ავლებენ, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრზე დავით ქაცარავაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, თუ ასე უარყოფითად მოქმედებს ქაცარავასა და მის თანამოაზრეებზე რუსების დანახვა, შეუძლიათ პასუხი „ვივამედში“ მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოსთხოვონ, რომელმაც ქვეყნის 20% რუსეთს დაუთმო და სტრატეგიული ობიექტებიც რუსულ კომპანიებზე გაასხვისა.

„ჰაერში მუშტების ქნევაში, რადიკალები და მათთან აფილირებულები ძალიან მაგრები არიან. ის კი არა და ზოგი სამხედრო ფორმითაც დადის, „ბოევიკობენ” კიდეც-სადმე გემი, ან თვითმფრინავი თუ დაინახეს, ხომ პირდაპირ მუსრს ავლებენ. ისე, ასე თუ გული შესტკივათ ან გული ერევათ ნებისმიერი რუსის დანახვაზე აგერ მათზე სტრატეგიული ობიექტებისა და ჩვენი ტერიტორიების 20 % ხონჩით მიმრთმეველი „ვივამედის“ კლინიკაშია, მართალია ამბობენ ცოცხალ-მკვდარიაო, მაგრამ მაინც ცოცხალია. არც უკრაინაში საომრად წასვლას უშლიან ვინმეს, ზუსტად ახლა მიდის იქ რუსებთან ომი, მიდით გვანახეთ რუსებთან თქვენი შეუპოვარი ბრძოლა. ოღონდ იქ ჰაერში მუშტების ქნევა არ გამოვა, მით უმეტეს თუ მიხვდები, შენ წინააღმდეგ ტურისტები არ იქნებიან“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: საოცრება!!! თვალებს არ ვუჯერებ, ძალიან გამწარდება ჩვენი მახრჩობელა მეგობარი – მაია ნიკოლეიშვილი
Next: ნინო წილოსანი: ლობიზმი არ არის დანაშაული ამერიკის კანონმდებლობით, თუმცა ინფორმაცია, რომელიც ლობისტების შესახებ FARA-ს დოკუმენტებში მჟღავნდება, ჩვენ, ქართველ ხალხს, ძალიან ბევრი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.